თავში

ზურაბიშვილი დღეს ბრიუსელს ეწვევა

ზურაბიშვილი დღეს ბრიუსელს ეწვევა
ზურაბიშვილი დღეს ბრიუსელს ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს, 20 იანვარს ბრიუსელში  გაემგზავრება.

როგორც report.ge-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები ევროკავშირისა და ნატო-ს ხელმძღვანელ პირებთან.

"სალომე ზურაბიშვილი შეხვდება ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს; საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჟოზეპ ბორელს; ევროპარლამენტის პრეზიდენტს, დავიდ სასოლის; ეკონომიკურ საკითხებში ევროკომისიის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტს, ვალდის დომბროვსკის; ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს, დევიდ მაკალისტერსა და ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს. დაგეგმილია ასევე, სხვადასხვა მაღალი რანგის შეხვედრები," - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system