თავში

ზურაბიშვილი: ხელოვნებას ძალიან დიდი ძალა აქვს

ზურაბიშვილი: ხელოვნებას ძალიან დიდი ძალა აქვს
ზურაბიშვილი: ხელოვნებას ძალიან დიდი ძალა აქვს

მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევების დაძლევა ხელოვნებასა და კულტურას ყოველთვის შეუძლია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში განაცხადა, სადაც მხატვარმა მამუკა ცეცხლაძემ და 10 წლის მუსიკოსმა ცოტნე ზედგენიძემ კარანტინში შექმნილი ნამუშევრები წარადგინეს.

"მოხარული ვარ, რომ დღეს, კოვიდის შეზღუდვების მოხსნის შემდგომ აღდგა სიცოცხლე ამ სასახლეში. პანდემიისას ჩვენ ძალიან ბევრი რამ აღმოვაჩინეთ. მსოფლიო გაჩერდა და ადამიანებმა შეძლეს დაფიქრება და რაც მთავარია, ხელოვანებმა თავიანთი შემოქმედებით შეძლეს ამ სიტუაციის როგორც ტრაგიზმის ასევე, იმედის გამოხატვა. დღეს საშუალება გვექნება გავეცნოთ ხელოვნების ამ დიდ ძალას. მსოფლიოში წინაშე მდგარი გამოწვევების დაძლევა ხელოვნებასა და კულტურას ყოველთვის შეუძლია. ჩვენი საზოგადოება ძალიან დამოკიდებულია თავისი კულტურის ძალაზე, რამეთუ ჩვენი იდენტობა მრავალი საუკუნის განმავლობაში, ამ კულტურიდან მოდის და ამან შეგვაძლებინა ყველაფერი.

ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ორი ძალიან განსხვავებული ხელოვანი და პიროვნება დავპატიჟეთ: მხატვარი მამუკა ცეცხლაძე და ახალგაზრდა პიანისტი ცოტნე ზედგენიძე.  მამუკა ცეცხლაძის ძალიან საინტერესო გამოფენა ეძღვნება, როგორც იმ ქვეყანას, რომელსაც შეიძლება ითქვას, რომ სხვებზე მეტად შეეხო პანდემია ასევე, მთელ მსოფლიოს, რომელიც ამ გამოწვევის წინაშეა. ეს ყველას საერთო ბედია. დღეს ძალიან ახალგაზრდა პიანისტი ცოტნე ზედგენიძე, შეასრულებს თავის კომპოზიციას, რომელიც ასევე შეიქმნა პანდემიის დროს.  ჩვენ შევძლებთ ვიფიქროთ, რომ რაც უნდა რთული იყოს წარსული და მომავალი დღეები ხელოვნებას ძალიან დიდი ძალა აქვს და დიდი იმედის მომცემია",
- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system