თავში

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობა დაწყებულია

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობა დაწყებულია
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობა დაწყებულია

China Daily-ს მიერ, ჩინეთის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახალი კორონავირუსის ვაქცინაზე მუშაობა უკვე დაწყებულია.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ახალი ტიპის შემუშავების შესახებ კომენტარი დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ჰუ ვენბომ გააკეთა. მისი თქმით, სპეციალისტები იკვლევენ სამკურნალო ნივთიერებებს, რომლებიც შეძლებენ ეფექტურად გაუმკლავდნენ პნევმონიას. ვაქცინის შემუშავებაზე ამერიკის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის მკვლევართა ჯგუფი იმუშავებს. მათი ვარაუდით, სამ თვეში პირველი ექსპერიმენტული ვაქცინა მზად იქნება და მის ტესტირებას დაიწებენ. 

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით ჩინეთში უკვე 56 ადამიანი გარდაიცვალა. მსოფლიოს მასშტაბით, დაავადებულია 2000-ზე მეტი ადამიანი.

კორონავირუსი დაფიქსირებულია ტაილანდში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, საფრანგეთში, აშშ-ში, ჰონგ-კონგში, ტაივანში, მაკაოში, ავსტრალიაში, საუდის არაბეთსა და სინგაპურში.

პეკინში დაკეტილია ჩინეთის დიდი კედლის ნაწილი, ასევე 16 ქალაქში 46 მილიონამდე ადამიანს გადაადგილება შეეზღუდა, ჩინური ახალი წლისთვის დაგეგმილი ღონისძიებები კი გადაიდო. შანხაიში დაიკეტა კინოთეატრები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system