თავში

რუსეთში ანტიკორონავირუსული საინჰალაციო პრეპარატი დაამტკიცეს

რუსეთში ანტიკორონავირუსული საინჰალაციო პრეპარატი დაამტკიცეს
რუსეთში ანტიკორონავირუსული საინჰალაციო პრეპარატი დაამტკიცეს

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ ანტიკორონავირუსული, საინჰალაციო პრეპარატი "მირ 19" დაარეგისტრირა. Report.ge-ს ცნობით, ამის შესახებ განცხადებას რუსეთის სამედიცინო და ბიოლოგიური სააგენტოს (FMBA) პრეს-სამსახური ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ პრეპარატს საავადმყოფოში მყოფი პაციენტების სამკურნალოდ გამოიყენებენ. პრეპარატმა შერჩევით უნდა დათრგუნოს ვირუსის რნმ-ის თანმიმდევრობების აქტივობა, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მის გამრავლებაზე. 

მწარმოებელმა განაცხადა, რომ პრეპარატის კლინიკურმა კვლევებმა მისი  უსაფრთხოება და ეფექტურობა დაადასტურა.

კლინიკური კვლევების ფარგლებში პრეპარატი კორონავირუსის საავადმყოფოების „წითელ ზონაში“ საშუალო სიმძიმის დაავადების მქონე პაციენტებზე გამოცადეს.

სააგენტო გეგმავს, რომ  სამომავლოდ პრეპარატი კოვიდ დაავადების ადრეულ ეტაპებზე გამოსაყენებლად აფთიაქებში გაიყიდოს.

შეგახსენებთ, აშშ-ს ჯანდაცვის მარეგულირებლებმა კომპანია Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო აბების, Paxlovid-ის გამოშვებისა და გამოყენების ნებართვა გასცეს.

ამასთან, ევროპის წამლის სააგენტომ (EMA) Pfizer-ის მიერ შექმნილი, კორონავირუსის საწინააღმდეგო აბების გადაუდებელ შემთხვევებში ადრეულ ეტაპებზე გამოყენების ნებართვა გასცა. 

ცნობისთვის, ბოლო კვლევების თანახმად, კორონავირუსის საწინააღმდეგო ექსპერიმენტული აბი, რომელიც Pfizer-მა შექმნა, ჰოსპიტალიზაციის ან სიკვდილის რისკს 89%-ით ამცირებს. Pfizer იმედოვნებს, რომ საბოლოოდ შეძლებს, შესთავაზოს აბი სახელწოდებით Paxlovid, რათა ადამიანებმა მისი გამოყენება სახლის პირობებში შეძლონ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system