თავში

"აჭარის ტელევზიასთან" სამგლოვიარო თაიგული მიიტანეს

"აჭარის ტელევზიასთან" სამგლოვიარო თაიგული მიიტანეს
აჭარის ტელევზიასთან სამგლოვიარო თაიგული მიიტანეს

"აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის" ახალი დირექტორის არჩევის შემდეგ, ტელევიზიის შენობასთან რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ სამგლოვიარო თაიგული მიტანა. აქცია-პერფორმანსის მონაწილეების თქმით, მაუწყებლის შენობასთან სამგლოვიარო გვირგვინი იმიტომ მიიტანეს, რომ დღეს "აჭარის ტელევიზიაში" სიტყვის თავისუფლების უკანასკნელი დღე იყო და გიორგი კოხრეიძის არჩევით მაუწყებელში თავისუფალი აზრი მოკვდა. 

"აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის" დირექტორად გიორგი კოხრეიძე დღეს აირჩიეს. მას ნდობა მრჩეველთა საბჭოს სამმა წევრმა გამოუცხადა, ერთი ბიულეტენი კი გაბათილდა. კონკურსში სულ ცხრა კანდიდატი მონაწილეობდა, მათ შორის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნათია ზოიძე. ზოიძე აღნიშნულ მოვალეობას მას შემდეგ ასრულებდა, რაც 2019 წლის აპრილში მაშინდელი დირექტორი, ნათია კაპანაძე იმპიჩმენტის წესით გადაირჩიეს. 

დღესვე, კოხრეიძის არჩევის შემდეგ, "აჭარის ტელევიზიის" თანამშრომლებმა სპეციალური განცხადება პირდაპირ ეთერში გააკეთეს და აღნშნეს, რომ მაუწყებლის მიმართ საზოგადოების მაღალი ნდობა თანამშრომლების საერთო მონაპოვარია და ისინი არ დაუშვებენ, რომ ხელისუფლებამ ან ახალმა მენეჯმენტმა ამ მონაპოვარს ჩრდილი მიაყენოს. ისინი ახალი მენეჯერისგან მოითხოვენ, რომ გამონახოს ყველა რესურსი და არ გააჩინოს ახალი კითხვის ნიშნები სარედაქციო პოლიტიკასთან დაკავშირებით. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system