თავში

აქცენტს ნუ გავაკეთებთ ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს მომსახურეობაზე - მინისტრი ბრალდებებს პასუხობს

აქცენტს ნუ გავაკეთებთ ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს მომსახურეობაზე - მინისტრი ბრალდებებს პასუხობს
აქცენტს ნუ გავაკეთებთ ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს მომსახურეობაზე - მინისტრი ბრალდებებს პასუხობს

რესპუბლიკურ საავადმყოფოში საუკეთესო კადრები მუშაობენ, მნიშვნელოვანია, აქცენტი სამედიცინო მომსახურების ხარისხზე გაკეთდეს და არა ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს მომსახურებაზე, – ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტების კითხვას, რომელიც რესპუბლიკურ საავადმყოფოში არასათანადო პირობებთან დაკავშირებით, ბოლო დღეებში გავრცელებულ ინფორმაციას ეხებოდა.

მინისტრის განცხადებით, არსებულ პრობლემებზე არც სამინისტრო ხუჭავს თვალს და მუშაობს აღნიშნული პრობლემების აღმოფხვრაზე. 

„ამასთან დაკავშირებით მოვისმინე რამდენიმე არაერთგვაროვანი კომენტარი. აქ მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენი საზოგადოების თითოეულ წევრს აღექვა და დაენახა, რამდენად მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სფეროში რეფორმები, მათი სწორი დაგეგმარება და შემდგომში გატარება, რათა არსებული პრობლემები, რომლებზეც თვალს არც ჩვენ ვხუჭავთ, აღმოიფხვრას.

რაც შეეხება კონკრეტულად რესპუბლიკურ საავადმყოფოს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საავადმყოფოები თავიანთ სტატუსს პროფესიონალი ექიმების დამსახურებით იღებენ. რესპუბლიკურ საავადმყოფოში მუშაობენ საუკეთესო კადრები და შესაბამისად, მნიშვნელოვანია, აქ აქცენტი გაკეთდეს სამედიცინო მომსახურების ხარისხზე და არა – ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს მომსახურებაზე“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ცნობისთვის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი თაკო ჩარკვიანი, რომელსაც კორონავირუსი 11 სექტემბერს დაუდასტურდა, ინფექციურსა და რესპუბლიკურ საავადმყოფოებში არსებულ მდგომარეობაზე წერს და აცხადებსრომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სადაც კორონავირუსის დიაგნოზით დედამისია მოთავსებული, მედპერსონალი მის მიმართ სამსახურებრივ გულგრილობას იჩენს და ხანდაზმულ პაციენტიეს უყრვირის და შეურაცხყოფას აყენებს. 

რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით პრეტენზია გამოთქვა ასევე დამოუკიდებელმა დეპუტატმა, გედევან ფოფხაძემ. მისი მტკიცებით, კლინიკაში დარღვეულია უსაფრთხოების ნორმები, ასევე ადგილი მის მიმართ გამოვლენილ უყურადღებობას. ფოფხაძის თქმით, შეუძლებელია აღნიშნულ პირობებში ადამიანმა თავი იგრძნოს სრულფასოვნად. გარდა ამისა, გედევან ფოფხაძის მტკიცებით, მას თავდაპირველად კოვიდზე ანალიზის არასწორი პასუხი მიაწოდეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system