თავში

საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირდა - LIVE

საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირდა - LIVE
საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირდა - LIVE

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა აღარ დაფიქსირდა, -  ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისივე თქმით, ამ დროისათვის კარანტინში 150 ადამიანი იმყოფება. 

"თებერვლის დასაწყისიდან ჩვენთან დაფიქსირებული იყო 217 შესაძლო შემთხვევა, რომლებიც არიან დაკვირვების ფაზაში. აქედან, დღევანდელი რიცხვით ფიქსირდება მხოლოდ 3 დადებითი შემთხვევა, ანუ ბოლო 2 დღის განმავლობაში ახალი შემთხვევა ქვეყანაში აღარ დაფიქსირებულა. სამივე ავადმყოფი, რომლებიც მოთავსებული არიან ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში, თავს კარგად გრძნობენ. კარანტინში დაკვირვების ქვეშ იმყოფება 150-მდე ადამიანი, ისინი განთავსებული არიან სხვადასხვა საკარანტინო სივრცეებში. ეს გახლავთ აბასთუმანი, საჩხერე, ტუბ-საავადმყოფოს ცენტრალური ბავშვთა განყოფილება, ვივამედი. ასევე იღებს საკარანტინოდ და შესაძლებელია გარკვეულად მონიტორინგი გორის სამხედრო ჰოსპიტალში და ცენტრალური რესპუბლიკური საავადმყოფო. საავადმყოფოებში შესაძლო ნიშნებით, კლინიკური სიმპტომებით ინფექციურ საავადმყოფოში 29 პაციენტია მოთავსებული, 5 სეფსის ცენტრში და 7 ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში. ასევე, დღეს დილიდან ლუგარის ცენტრში გამოსაკვლევად შესული იყო 23 ნიმუში და ყველა ეს ნიმუში გახლავთ უარყოფითი. ამჟამად, შესულია დამატებით 5 ნიმუში, რომელთა კვლევა მიმდინარეობს", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ამ დროისთვის, კორონავირუსის სამი შემთხვევაა დადასტურებული.

პირველი, საქართველოს მოქალაქეს დაუდგინდა, რომელიც 50 წლამდე მამაკაცია და ქვეყანაში ირანიდან შემოვიდა.

მეორე 31 წლის ქალია, რომელიც ასევე, საქართველოს მოქალაქეა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში იტალიიდან ჩამოფრინდა.

მესამე ინფიცირებული მამაკაციც საქართველოს მოქალაქეა, რომელიც ირანში იმყოფებოდა.


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system