თავში

არ არსებობს არანაირი თანხა ადამიანის სიცოცხლის საფასურად - გომელაური

არ არსებობს არანაირი თანხა ადამიანის სიცოცხლის საფასურად - გომელაური
არ არსებობს არანაირი თანხა ადამიანის სიცოცხლის საფასურად - გომელაური

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია ადამიანის სიცოცხლე, რომლის საფასურიც არავითარი ოდენობის თანხა არ არის.

გომელაურმა ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ შესრულდა „საქართველოს ბანკში“ შეჭრილი შეიარაღებული პირის მოთხოვნა თანხასთან დაკავშირებით. 

„პირადად ჩემთვის და, რა თქმა უნდა, ჩვენი ხელისუფლებისთვის უმნიშვნელოვანესია ადამიანის სიცოცხლე. არ არსებობს არანაირი თანხა ადამიანის სიცოცხლის საფასურად, ეს იქნება 10 მილიონი, თუ 100 მილიონი. კიბატონო, დასამალი რა არის, შესრულდა მისი მოთხოვნა. რა მნიშვნელობა აქვს, რამდენი წაიღო. იყო ნახევარ მილიონ დოლარზე საუბარი, ბევრჯერ დასახელდა ეს თანხა, დასამალიც არ არის“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 21 ოქტომბერს, "საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალში შეიარღებული პირი შევიდა და მძევლად 43 ადამიანი აიყვანა. ის ვერტმფრენს, უსაფრთხოების კორიდორსა და 500 000 დოლარს ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების დახოცვით იმუქრებოდა.

გვიან ღამით გამტაცებელმა სამ მძევალთან და 500 000 დოლართან ერთად დატოვა შენობა. სამივე მძევალი მან გამთენიისას გაათავისუფლა და მიიმალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარებული სპეციალური საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ყველა მძევალი გათავისუფლებულია, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. უწყების ცნობით, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system