თავში

"არ ვიცი რა გაჭირვება გქონდა ასეთი, მაგრამ თუ ამ წერილს კითხულობ - გამომეხმაურე" - ბესო ჩუბინიძე

"არ ვიცი რა გაჭირვება გქონდა ასეთი, მაგრამ თუ ამ წერილს კითხულობ - გამომეხმაურე" - ბესო ჩუბინიძე
არ ვიცი რა გაჭირვება გქონდა ასეთი, მაგრამ თუ ამ წერილს კითხულობ - გამომეხმაურე - ბესო ჩუბინიძე

ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე სოციალურ ქსელში თემურ წიკლაურის საფლავზე, მომღერლის ქანდაკების დაზიანების ფაქტს ეხმაურება და იმ ადამიანს მიმართავს, ვინც აღნიშნული დანაშაული ჩაიდინა.

"ძალიან ბევრმა (!) ადამიანმა დამირეკა დღეს, მომწერა, მკითხა, გულისტკივილი გამოთქვა... ძალიან (!) ბევრმა...

✅ მაინც ვერ მოვითმინე და მაინც გადავწყვიტე, ორიოდ სიტყვით დამეწერა ამ ფაქტის შესახებ.

✅ თემოს საფლავზე მდგარი მონუმეტი დააზიანა ვიღაცამ... არწივის ხელიდან დედამიწა მოაგლიჯა, ბრინჯაო ეგონათ და იმიტომო - ამბობენ, ნახა, რომ არ იყო და იქვე მიაგდო და გაიქცაო. მოკლედ ათასი ვერსია.... ზუსტად არვიცი, რადგან პირადად არ მინახავს და არ ავსულვარ დღეს თემოს საფლავზე ჯერ...

✅ წყევლიან, მიწაში დებენ, მოძებნას და დაჭერას მოითხოვენ, მიწასთან ასწორებენ ამის გამკეთებელს...

✅ მე იცით რატომ ვერ გაგეცით ვერცერთს პასუხი ხალხო? და იცით რატომ ვერაფერს ვამბობ იმ საცოდავზე, ვინც ეს შეუგნებლად (მჯერა) გააკეთა?

✅ იმიტომ, რომ თავად თემო იტყოდა - ეეგ არაფერი, შეცდა კაცი, ვინ იცის როგორ უჭირდა და ხელი წაუცდა, ამის გამო ხომ არ უნდა მოვკვეთოთ, მოდი ჩვენ დავეხმაროთო  - დედას ვფიცავარ 100% მჯერა, რომ ამას იტყოდა თემო, მჯერა კი არა - ზუსტად ვიცი! იმიტომ, რომ ბევრჯერ (!) უთქვამს მას მსგავსი რამ შეცდომილ ადამიანზე.

✅ ჰოდა, არვიცი ვინ ხარ, არვიცი რატომ წაგიცდა ხელი, არვიცი რა გაჭირვება გქონდა ასეთი, კოჯორში, თემოს საფლავზე რომ ეს ვანდალიზმი ჩაგედინა, მაგრამ თუ ამ წერილს კითხულობ - გამომეხმაურე, და თუ მართლა იმის გამო გააკეთე ეგ, რომ გიჭირდა და მართლა ძვირფასი ლითონი გეგონა... 

მოდი მომძებნე, დამირეკე, არაა ჩემი პოვნა რთული და მე და თემო ერთად (!) დაგეხმარებით...

✅ ვისაც გინდათ გაავრცელეთ ეს პოსტი (იქნებ როგორმე მივიდეს ეს სიტყვა იმ ადამიანამდე)", - წერს ბესო ჩუბინიძე სოციალურ ქსელში.

მომღერალი, მსახიობი, ანსამბლ "ივერიას" წევრი თემურ წიკლაური 75 წლის ასაკში, კორონავირუსით 2021 წლის პირველ თებერვალს გარდაიცვალა. ის კოჯორში, შვილის გვერდით არის დაკრძალული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system