თავში

ავტომობილის მძღოლი არ დაემორჩილა საგზაო მოძრაობის წესს - საქართველოს რკინიგზა

ავტომობილის მძღოლი არ დაემორჩილა საგზაო მოძრაობის წესს - საქართველოს რკინიგზა
ავტომობილის მძღოლი არ დაემორჩილა საგზაო მოძრაობის წესს - საქართველოს რკინიგზა

ზუგდიდში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ, რა დროსაც მატარებელი ავტომობილს შეეჯახა, საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, რომ მსუბუქი ავტომობილის მძღოლი საგზაო წესებს არ დაემორჩილა. 

როგორც report.ge-ს საქართველოს რკინიგზის პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე მოკვლევა უკვე დაწყებულია. 

"ზუგდიდის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო გადასასვლელზე მანქანა არ დაემორჩილა საგზაო ნიშანს და შეეჯახა მატარებელს. დაზარალებულია ავტომობილის მძღოლი, რომელიც უკვე გადაყვანილია კლინიკაში. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. მიმდინარეობს საქმის მოკვლევა, რის შემდეგაც დაადგენ შემთხვევის გამომწვევ მიზეზს",- განუცხადეს report.ge-ს საქართველოს რკინიგზის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ირინე ხიზანიშვილმა. 

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში report.ge-ს განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ზუგდიდი-თბილისის სამგზავრო მატარებელი მსუბუქ ავტომანქანას შეეჯახა, რომელსაც ზუგდიდის საკრებულოს წევრი მართავდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system