თავში

ბავშვების მასობრივი ინტოქსიკაციის მიზეზი ცნობილია

ბავშვების მასობრივი ინტოქსიკაციის მიზეზი ცნობილია
ბავშვების მასობრივი ინტოქსიკაციის მიზეზი ცნობილია

გორში ბავშვების ინტოქსიკაცია ნაწლავური ვირუსული ინფექციით იყო გამოწვეული, რაც ვირუსოლოგიური კვლევის შედეგებმა დაადასტურა. 

სამედიცინო ცენტრ "იავნანას" კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ლია ლაზარაძის ინფორმაციით, აღნიშნული ნაწლავური ვირუსული ინფექცია ძირითადად წლის ცივი პერიოდისთვის არის დამახასიათებელი და ორ-სამ დღეს გრძელდება.

„ლოკალური აფეთქება, რომლის ეპიდემიოლოგიური კერაც ძირითადად, კომბინატის დასახლებას უკავშირდებოდა, ამოწურულია. ცნობილი გახდა იმ ვირუსოლოგიური კვლევის შედეგიც, რომელიც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ეპიდემიოლოგებმა ჩაატარეს. კვლევის შედეგებით, ეს გახლდათ ნოროვირუსი – ნაწლავური ვირუსული ინფექცია, რომელიც ძირითადად დამახასიათებელია წლის ცივი პერიოდისთვის და 2-3 დღეს გრძელდება“, – განაცხადა ლია ლაზარაძემ.

ცნობისთვის, ინტოქსიკაციის სიმპტომებით 50-მდე ბავშვი გორის კომბინატის დასახლებიდან კლინიკაში 5 ოქტომბერს გადაიყვანეს.

მოგვიანებით, გორის მე-7 საჯარო სკოლის დირექტორმა განაცხადა, რომ სკოლაში 230 მოსწავლე და 3 მასწავლებელი მოწამლვის გამო ვერ გამოცხადდა

მოსახლეობა მოწამვლის მიზეზად სასმელ წყალს ასახელებდა, რაც კატეგორიულად გამორიცხეს გაერთიანებულ წყალმომარგების კომპანიაში. მათი მტკიცებით, დაცულია სათავო ნაგებობაც და წყალსაც კვლევები ყოველდღიურ რეჟიმში უტარდება.



ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system