თავში

ჩაქვის სასტუმრო "ოაზისის" სტუმარს კორონავირუსი დაუდასტურდა

ჩაქვის სასტუმრო "ოაზისის" სტუმარს კორონავირუსი დაუდასტურდა
ჩაქვის სასტუმრო ოაზისის სტუმარს კორონავირუსი დაუდასტურდა

ჩაქვში, სასტუმრო „დრიმლენდ ოაზისში“ კონფერენციაზე მყოფ პირს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირების გამოკვლევა დაიწყება.

„სასტუმრო „ოაზისში“ ჩემი კოლეგების კონფერენცია მიმდინარეობს, სადაც ერთ-ერთ პირს ჰქონდა საეჭვო სიმპტომები, კონტაქტირებული იყო ინფიცირებულთან, რის გამოც ის გაიტესტა. სწორედ ახლა მომაწოდეს ინფორმაცია, რომ მას ინფექცია დადასტურდა“,-განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

ჩაქვში, სასტუმრო ,,ოაზისი", სადაც ამ დროისთვის 900-მდე სტუმარი იმყოფება, ჩაკეტილია.

როგორც report.ge-ს სასტუმროს მენეჯერმა, გვანცა ხაინდრავამ განუცხადა, სტუმრების მიღება და გაშვება დროებით შეჩერებულია. 

შეგახსენებთ, ბოლო 24 საათში, საქართველოში აპრილის შემდეგ კორონავირუსის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი - 38 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system