თავში

"ჩამონგრეულ ბინაში არის დედა და 2 ბავშვი" - ოჯახის ახლობელი

"ჩამონგრეულ ბინაში არის დედა და 2 ბავშვი" - ოჯახის ახლობელი
ჩამონგრეულ ბინაში არის დედა და 2 ბავშვი - ოჯახის ახლობელი

ბათუმში მომხდარის შესახებ ერთ-ერთი ადგილობრივის თქმით,  ჩამოშლილი სადარბაზოს მეოთხე სართულზე, სახლში უნდა იყოს დედა თავის ორ შვილთან ერთად და, ასევე, მაზლი. ქალი აცხადებს რომ სადარბაზოში მცხოვრები ოჯახის ახლობელია

„ერთი შვილი ბაღში მიიყვანა და დაბრუნდა. ტელეფონი გამორთულია და ვერ ვეკონტაქტებით“, – უთხრა ჩამონგრეულ კორპუსთან მყოფ ჟურნალისტებს სავარაუდო დაზარალებულის ახლობელმა.

ერთ-ერთი ოჯახის ახლობლის ინფორმაციით კი, ჩამონგრეულ ბინაში არის 86 წლის ქალი.

ცნობისთვის, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა.

ნანგრევებიდან მაშველებმა ორი ბავშვი გამოიყვანეს.

ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან მოქალაქეების ხმა ისმის, ისინი შველას ითხოვენ.

მსხვერლის შესახებ ამ დროისთვის ინფორმაცია არ ვრცელდება.

ნანგრევებში, სავარაუდოდ, 8 ადამიანს ეძებენ.

მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

ბათუმში გაემგზავრა შს მინისტრი ვახტანგ გომელაური.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system