თავში

ჩემი ღირსებაც შელახეს და სამსახურიც - მძევლის პირველი კომენტარი

ჩემი ღირსებაც შელახეს და სამსახურიც - მძევლის პირველი კომენტარი
ჩემი ღირსებაც შელახეს და სამსახურიც - მძევლის პირველი კომენტარი

ზუგდიდში მომხდარი თავდასხმის დროს მძევლად აყვანილი დავით ხვიბლიანი მედიასთან პირველ კომენტარს აკეთებს და გავრცელებულ ვერსიას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, მასსა და შეიარაღებულ პირს შორის შესაძლოა კავშირი არსებობდეს. 

ვიბლიანი თავდამსხმელთან სავარაუდო თანამზრახველობას უარყოფს და აცხადებს, თუმცა მომხდარის დეტალებს მედიასთან არ იხსენებს, მისი თქმით, ყველა კითხვას პასუხს გამოძიება გასცემს.

"ეს იყო სრული ცილისწამება, რაც ჩემზე დაიდო და რასაც ავრცელებენ. ჩემი ღირსებაც შელახეს, სამსახური შელახეს. არც ერთ ჯარისკაცს პატივი არ სცეს, რაც ეს მე მგონი ქართველისთვის და ქართული სულის ადამიანისთვის არ არის ლამაზი საქციელი. 

დანარჩენი, რაც არ უნდა კითხვები დამისვათ, არ ვაპირებ პასუხის გაცემას, იმიტომ, რომ გამოძიება მიმდინარეობს და გამოძიება დაადგენს ყველაფერს, ყველა კითხვაზე იქნება პასუხი გაცემული. რაც იყო, რაც მოხდა, როგორც მოხდა და რანაირადაც მოხდა, ეს ყველაფერი იცის გამოძიებამ, მიმდინარეობს გამოძიება და თუ იქნება საჭირო, გამოძიება იტყვის ყველაფერს.

სერგო ჩაჩიბაია ვინ არის, საერთოდ არ ვიცი, ამის მეტს ვერაფერს ვერ გეტყვით. არა, მე სამხედრო პოლიციის მანქანას არ წავუყვანივარ, მე ჩემს სამხედრო მოვალეობას ვასრულებდი და ვიყავი სამსახურში. გამოვცხადდი სამსახურში და შეგიძლიათ გადაამოწმოთ ბაზაზე," - განაცხადა დავით ხვიბლიანმა. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 21 ოქტომბერს, "საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალში შეიარღებული პირი შევიდა და მძევლად 43 ადამიანი აიყვანა. ის ვერტმფრენს, უსაფრთხოების კორიდორსა და 500 000 დოლარს ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების დახოცვით იმუქრებოდა.

გვიან ღამით გამტაცებელმა სამ მძევალთან და 500 000 დოლართან ერთად დატოვა შენობა. სამივე მძევალი მან გამთენიისას გაათავისუფლა და მიიმალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარებული სპეციალური საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ყველა მძევალი გათავისუფლებულია, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. უწყების ცნობით, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system