თავში

დაუდასტურდა თუ არა კორონავირუსი ჩინეთიდან ჩამოსულ მოქალაქეს - პაატა იმნაძის განმარტება

დაუდასტურდა თუ არა კორონავირუსი ჩინეთიდან ჩამოსულ მოქალაქეს - პაატა იმნაძის განმარტება
დაუდასტურდა თუ არა კორონავირუსი ჩინეთიდან ჩამოსულ მოქალაქეს - პაატა იმნაძის განმარტება

16 იანვარს ჩინეთიდან ჩამოსულ საქართველოს მოქალაქეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა. 

„22 წლის გოგონას, რომელიც ჩინეთიდან 16 იანვარს ჩამოვიდა და ვირუსული ინფექციის ნიშნები გამოუვლინდა, კორონავირუსი არ აქვს და არც ერთი საერთაშორისო სტანდარტით, კორონავირუსის შესაძლო ან საეჭვო შემთხვევად არ ითვლება“ – განმარტა პაატა იმნაძემ. 

იმნაძის თქმით, გოგონა, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, სამშობლოში ჩინეთის ერთ-ერთი პროვინციიდან იმ დროს დაბრუნდა, როდესაც უხანის გარდა, ჩინეთის არც ერთ სხვა ქალაქსა და პროვინციაში ახალი კორონავირუსი დაფიქსირებული არ ყოფილა.

როგორც პაატა იმნაძემ აღნიშნა, გოგონას ვირუსული ინფექცია ოჯახის წევრებისგან გადაედო. ამასთან, კონკრეტულად რა ტიპის ვირუსი აქვს მას, ამ ეტაპზე უცნობია და მიმდინარეობს დაკვირვება. პაციენტი სახლში მკურნალობს და მისი მდგომარეობა არ არის მძიმე. 

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში ჩინეთიდან ჩამოსულმა 22 წლის ქალმა ვირუსული ინფექციის ნიშნებით კლინიკას მიმართა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system