თავში

დღეს საქართველოში კორონავირუსით მესამე პაციენტი გარდაიცვალა

დღეს საქართველოში კორონავირუსით მესამე პაციენტი გარდაიცვალა
დღეს საქართველოში კორონავირუსით მესამე პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით 23-ე პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გამყრელიძის ინფორმაციით, პაციენტი საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან იყო და თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობდა. 

მისივე განმარტებით, პაციენტის მდგომარეობა კრიტიკული იყო.  

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად 3 პაციენტი გარდაიცვალა22-ე პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. მას მძიმე ხარისხის ინსულტი ჰქონდა, რაც მისი გარდაცვალების მიზეზი გახდა. შემთხვევა გუშინ დაახლოებით 20 საათზე მოხდა.

რაც შეეხება 21-ე პაციენტს, ხანშიშესული ქალი ქუთაისში გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 3 695-ს შეადგენს.

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1534-ია.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system