თავში

ექიმი: მარნეულიდან გადმოყვანილ პაციენტთან ვინარჩუნებთ სასიცოცხლო პარამეტრებს - VIDEO

ექიმი: მარნეულიდან გადმოყვანილ პაციენტთან ვინარჩუნებთ სასიცოცხლო პარამეტრებს - VIDEO
ექიმი: მარნეულიდან გადმოყვანილ პაციენტთან ვინარჩუნებთ სასიცოცხლო პარამეტრებს - VIDEO

კორონავირუსით ინფიცირებული 62 წლის ქალი, რომელიც მარნეულის "ჯეო ჯოსპიტალიდან" თბილისში გუშინ საღამოს გადმოიყვანეს, კრიტიკულად მძიმეა, თუმცა მდგომარეობა, გუშინდელთან შედარებით, უმნიშვნელოდ გაუმჯობესდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს "პირველი საუნივერსიტეტო" კლინიკის ექიმმა, ლევან რატიანმა განუცხადა. 

ექიმის თქმით, პაციენტი რჩება მართვით სუნთქვაზე. 

"პაციენტს აქვს შაქრიანი დიაბეტი, ფილტვის ობსტრუქციული დაავადება, პაციენტი შემოყვანისას იყო უაღრესად მძიმე, ამჟამად, ჩატარებული მკურნალობის შედეგად, მისი მდგომარეობა მეტ-ნაკლებად სტაბილურია, სასიცოცხლო პარამეტრებს ვინარჩუნებთ" - განაცხადა ლევან რატიანმა. 

ექიმის განმარტებით, პაციენტის ჰოსპიტალიზება დაგვიანებული იყო. 

გასულ ღამეს კორონავირუსი აღნიშნული პაციენტის დასაც დაუდასტურდა.

მომხდარის გამო მარნეულისა და ბოლნისის მუნციპილატიტებში მკაცრი კარანტინი გამოცხადდა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 54 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 8  პაციენტი უკვე გამოჯანმრთელებულია, მათგან 5 - კლინიკიდან გაწერილია. კარანტინის რეჟიმში 3 320 პირი იმყოფება, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 235.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system