თავში

მეუფე ზოსიმე მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს უარყოფს

მეუფე ზოსიმე მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს უარყოფს
მეუფე ზოსიმე მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს უარყოფს

,,ანტიეკლესიური, აბსურდი და ტყუილი", - ასე პასუხობს წილკნისა და დუშეთის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე ზოსიმე მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს. 

სასულიერო პირმა დღეს დუშეთის საკათედრო ტაძარში ბრიფინგი გამართა.

მეუფე ზოსიმე შიოშვილი, რომელიც სასულიერო სემინარიის ყოფილი რექტორია, ამტკიცებს, რომ ყოფილი სტუდენტები, რომლებიც მას სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ, "ვიღაცების წაქეზებით" მოქმედებენ.

„ეს სხვა სულის ხალხი იყო აბსოლუტურად, ეკლესიის მორჩილება კი არა, ეკლესიის დამორჩილება სურდათ იმ ხალხს, ვინც ამათ უკან იდგა.ზუსტად ვერ გეტყვით, ამ ხალხის უკან ვინ იდგა. საეროს არ დავასახელებ, მაგრამ სასულიერო, ყოფილი მღვდელმთავარი ქრისტეფორე წამალაიძე რომ იყო, ის ადრევე დაუპირისპირდა ეკლესიას, ადრევე მოხვდა დაპირისპირებაში და ეს იმის ხალხია. თავიდანვე შევამჩნიე ეს უცხო სული, ამათ შფოთი, არეულობა და დაძაბულობა უნდოდათ ეკლესიაში“, - განაცხადა მეუფე ზოსიმემ.

შეგახსენებთ, 1988 წელს მომხდარი სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ საფრანგეთში მოღვაწე მამა გიორგი სხილაძემ ფეისბუქზე დაწერა. მან კონკრეტული პირის სახელი და გვარიც დაასახელა, რომელზეც ამბობდა, რომ თბილისის სასულიერო სემინარიაში მაშინდელი რექტორი, ეპისკოპოსი ზოსიმე შიოშვილი "სოდომურად თავს დაესხა" სვეტიცხოვლის რეზიდენციაში. მისივე თქმით, მსხვერპლი საპატრიარქოს მხრიდან ზეწოლას განიცდის.

მსგავს თემაზე: 

მეუფე ზოსიმეს მხრიდან სავარაუდო სექსუალურ ძალადობაზე წილკნის ეპარქია განცხადებას ავრცელებს

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system