თავში

ეს არის უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის წამება - ლუდმილა დენისოვა

ეს არის უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის წამება - ლუდმილა დენისოვა
ეს არის უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის წამება - ლუდმილა დენისოვა

უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა, რომელსაც მიხეილ სააკაშვილთან არ უშვებენ ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტზე ფსიქოლოგიური და მორალური ზეწოლა გრძელდება.

ამასთან, ლუდმილა დენისოვა აცხადებს, რომ კადრები, როლებიც მიხეილ სააკაშვილის საკნიდან გავრცელდა, არის პერსონალური მონაცემების გასაჯაროება.

„ეს არის წამება, გაერო-ს ადამიანის უფლებათა კონვენციის პირველი მუხლის დარღვევა. ჩვენ ამას ყველაფერს ვაფიქსირებთ. მე ინფორმაციას გავაგზავნი სტრასბურგის სასამართლოს, რათა სააკაშვილის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული იყოს ჩვენი მოსაზრებებიც. ადვოკატებს შევხვდით და გავიგეთ იმის შესახებ, რომ გრძელდება ფსიქოლოგიური და მორალური ზეწოლა მიხეილ სააკაშვილზე. მას ჩამორთმეული აქვს დასვენებისა და ღამით ძილის უფლება, რადგან, როდესაც ის შუქს აქრობს და ტელევიზორს თიშავს, იწყება ყვირილი და ხმაური. ეს არის ზეწოლა. ის იძულებულია სინათლეში და ხმამაღლა ჩართული ტელევიზორით, რათა არ გაიგოს ეს ხმები, თუ შეიძლება ამას ეწოდოს ძილი. ამას გარდა, დარღვეულია მისი უფლება სუფთა ჰაერზე, ის ვერ აღებს ფანჯარას, რადგან კვლავ იწყება ყვირილი. მიხეილ სააკაშვილზე ასეთ ფსიქოლოგიურ ზეწოლას მე-18 კოლონიაში მყოფი სხვა მსჯავრდებულები მხრიდან აფიქსირებს უკრაინის კონსული და საქართველოს სახალხო დამცველიც. ამიტომ ეს ასევე არის უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის მიმართ წამება“, – განაცხადა ლუდმილა დენისოვამ.

ცნობისთვის, უკრაინის ომბუდსმენი საქართველოში მეორე ვიციტით იმყოფება. ის თბილისში გუშინ, 15 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად ჩამოვიდა, თუმცა მას დღეს აცნობეს, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლაზე უარი ეთქვა. დენისოვა გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დღეს მაინც მივიდა და ციხის ადმინსიტრაციის წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system