თავში

უკრაინის ომბუდსმენს მიხეილ სააკაშვილთან შესვლაზე უარი უთხრეს

უკრაინის ომბუდსმენს მიხეილ სააკაშვილთან შესვლაზე უარი უთხრეს
უკრაინის ომბუდსმენს მიხეილ სააკაშვილთან შესვლაზე უარი უთხრეს

უკრაინის სახალხო დამცველს ლუდმილა დენისოვას, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში მივიდა, პატიმართან შეხვედრაზე უარი უთხრეს. ამის შესახებ მას დღეს, დილით შეატყობინეს.

როგორც მან აღნიშნა, ახლა უწყებისგან ოფიციალურ პასუხს ელოდება, თუ რა გახდა ვიზიტზე უარის მიზეზი.

ამასთან, უკრაინის ომბუდსმენი ამბობს, რომ უარის მიუხედავად, გლდანის ციხეში მივიდა, რადგან დაწესებულების დირექტორთან ან სხვა რომელიმე უფლებამოსილ პირთან სურს შეხვედრა. ის ამ წუთებში ციხის ადმინისტრაციის მისაღებში იმყოფება და ელოდება ადმინისტრაციის წარმომადგენელთან შეხვედრას.

დენისოვას თქმით, მას ასევე უარი უთხრეს საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეხვედრაზეც. 

უკრაინის ომბუდსმენი საქართველოში მეორე ვიციტით იმყოფება. ის თბილისში გუშინ, 15 ნოემბერს ჩამოვიდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system