თავში

სვანეთში დაკარგულ 13 წლის ბიჭს მეცხრე დღეა ეძებენ

სვანეთში დაკარგულ 13 წლის ბიჭს მეცხრე დღეა ეძებენ
სვანეთში დაკარგულ 13 წლის ბიჭს მეცხრე დღეა ეძებენ

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერში დაკარგულ ილია ფილფანს მეცხრე დღეა ეძებენ.

როგორც report.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, სამძებრო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს და პროცესში პროცესში 80 მეხანძრე-მაშველია ჩართული. 

არასრულწლოვანს ეძებენ ვერტმფრენითა და დრონითაც. უწყების ცნობით, სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს სვანეთში და შავი ზღვის სანაპირო ზოლზეც. 

ცნობისთვის, გუშინ საქართველოში ჩამოვიდა ილია ფილფანის დედა. როგორც ქსენია ფილფანმა Report.ge-თან განაცხადა, ილიას ოჯახის წევრებთან მცირე კონფლიქტი ჰქონდა, თუმცა ეს არ იყო იმდენად სერიოზული, რომ მისი გაქცევის საფუძველი გამხდარიყო. 

13 წლის ილია ფილფანი სახლიდან 18 ივლისს, ველოსიპედით გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system