თავში

"ფაიზერის" ვაქცინის მეორე დოზაზე რეგისტრაცია იწყება

"ფაიზერის" ვაქცინის მეორე დოზაზე რეგისტრაცია იწყება
ფაიზერის ვაქცინის მეორე დოზაზე რეგისტრაცია იწყება

"ფაიზერის" ვაქცინის მეორე დოზაზე რეგისტრაცია დღეს დაიწყება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა. 

მისი თქმით, მოქალაქეები "ფაიზერის" მეორე დოზას მხოლოდ იმ დაწესებულებებში გაიკეთებენ, სადაც პირველი აცრა გაიკეთეს.

"ფაიზერის" მეორე დოზაზე რეგისტრაცია გაიხსნება დღეს, დღის ბოლოდან. მეორე დოზა მოქალაქეს შეუძლია ჩაიტაროს მხოლოდ იქ, სადაც ჩაიტარა პირველი დოზა. თხოვნაა, ეს პროცედურები იყოს დაცული. დღეს გაიხსნება რეგისტრაცია და მიიღებენ შეტყობინებებს", - განაცხადა თამარ გაბუნიამ. 

30 მარტს საქართველოში Pfizer-ით ვაქცინაცია დაიწყო. ამედიცინო პერსონალთან ერთად, 25 მარტიდან ვაქცინაცია უკვე შეუძლიათ 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებსაც, ხოლო უახლოეს მომავალში ასაკობრივი ზღვარი 55 წლამდე დაიწევს. რეგისტრაციის დროს მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, თავად აირჩიონ Pfizer-ისა და AstraZeneca-ს ვაქცინებს შორის ერთ-ერთი.

Pfizer-ის ვაქცინის 29 250 დოზა საქართველოში 25 მარტს შემოვიდა. მანამდე კი 13 მარტს, ქვეყანამ AstraZeneca-ს ვაქცინის 43 200 დოზა მიიღო.

ვაქცინაციისთვის მოქალაქეები უნდა დარეგისტრირდნენ მითითებულ ბმულზე.

სად და როგორ დავრეგისტრირდეთ ვაქცინაციისთვის - ინსტრუქცია

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system