თავში

გახარია: მოსწავლეებისთვის გაკვეთილების სატელევიზიო ტრანსლირება დაიწყება

გახარია: მოსწავლეებისთვის გაკვეთილების სატელევიზიო ტრანსლირება დაიწყება
გახარია: მოსწავლეებისთვის გაკვეთილების სატელევიზიო ტრანსლირება დაიწყება

30 აპრილიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში სკოლის მოსწავლეებისთვის გაკვეთილების ტრანსლირება დაიწყება. 

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით გამართულ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა. 

მთავრობის მეთაურის თქმით, განათლების სამინისტროს და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივი ინიციატივა პანდემიის პირობებში, მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია.

„მოგეხსენებათ, რომ სასწავლო პროცესი შეჩერებულია. საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებულია 21 აპრილამდე, თუმცა ობიექტურად რომ შევაფასოთ სიტუაცია, შანსი იმისა, რომ აპრილის ბოლოს სასწავლო პროცესი გაგრძელდება, რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ არსებობს შანსი, რომ სასწავლო პროცესი ვერ გაგრძელდეს" - განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობის 23 მარტის 181-ე დადგენილების თანახმად, სასწავლო პროცესი საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე, კერძოდ, 21 აპრილამდე გადავადდა.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system