თავში

ომბუდსმენი სასულიერო პირების მიერ გაკეთებულ განცხადებებზე გამოძიების დაწყებას ითხოვს

ომბუდსმენი სასულიერო პირების მიერ გაკეთებულ განცხადებებზე გამოძიების დაწყებას ითხოვს
ომბუდსმენი სასულიერო პირების მიერ გაკეთებულ განცხადებებზე გამოძიების დაწყებას ითხოვს

საქართველოს სახალხო დამცველი სასულიერო პირების მიერ გაკეთებულ განცხადებებზე გამოძიების დაწყებას ითხოვს. ამის შესახებ ნინო ლომჯარიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

როგორც ომბუდსმენმა განაცხადა, სასულიერო პირების მხრიდან, სექსუალური ხასიათის ქმედებების იძულების ფაქტებზე გამოძიების დასაწყებად უკვე მიმართა შესაბამის უწყებებს.

„გავრცელებული ინფორმაცია შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დასჯადი ქმედების ნიშნებს. მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს, დაიწყონ გამოძიება თითოეულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. ასევე მოვუწოდებ ყველა იმ პირს, რომლისთვისაც ცნობილია ზემოთ აღნიშნული სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ, დაუყოვნებლივ მიმართოს სამართალდამცავ ორგანოებს.

მსურს საჯაროდ მოვუწოდო როგორც განცხადების ავტორებს, ასევე, ყველა ინფორმაციის მფლობელს, დაუკავშირდნენ სახალხო დამცველის აპარატს, რათა მაქსიმალურად სრულყოფილ ინფორმაციას მოვუყაროთ თავი და შევძლოთ მისი გადამოწმება. შესწავლის პროცესში, მოთხოვნის შემთხვევაში, განმცხადებლის კონფიდენციალურობა უზრუნველყოფილი იქნება", - განაცხადა ომბუდსმენმა.

მსგავს თემაზე:

მეუფე ზოსიმეს მხრიდან სავარაუდო სექსუალურ ძალადობაზე წილკნის ეპარქია განცხადებას ავრცელებს

მეუფე ზოსიმე მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს უარყოფს

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system