თავში

გაუჩინარებულ ორ ახალგაზრდას მდინარე მტკვარშიც ეძებენ - PHOTO

გაუჩინარებულ ორ ახალგაზრდას მდინარე მტკვარშიც ეძებენ - PHOTO
გაუჩინარებულ ორ ახალგაზრდას მდინარე მტკვარშიც ეძებენ - PHOTO

მეორე დღეა Bauhaus-ის გაუჩინარებული თანამშრომლების ადგილსამყოფელის დასადგენად სამუშაოები გრძელდება. 

გაფართოვდა არეალი, სადაც მაშველები გიორგი შალამბერიძეს და ბაია ბერუაშვილს ეძებენ. 

სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს როგორც ხმელეთზე, ასევე მდინარე მტკვარში. 

პარალელურად გრძელდება გამოკითხვები პოლიციის განყოფილებაში. 

ახალგაზრდების კვალი გამოძიებას იუსტიციის სამინისტროსთან ეკარგება.

პოლიციამ ბარ "ბაუჰაუსიდან", სადაც აღნიშნული პირები მუშაობენ, სათვალთვალო კამერების ჩანაწერებიც ამოიღო. სამუშაო ადგილი ახალგაზრდებმა 15 აგვისტოს დილის 5:00 საათზე დატოვეს, ისინი შენობიდან გავრცელებული ინფორმაციით, ხელჩანთებისა და სხვა პირადი ნივთების გარეშე გავიდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროში კი შეტყობინება საღამოს 9:00 საათზე შევიდა.

ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system