თავში

"გავხსენით საზღვრები..."- რამ გამოიწვია ინფიცირების შემთხვევათა მატება

"გავხსენით საზღვრები..."- რამ გამოიწვია ინფიცირების შემთხვევათა მატება
გავხსენით საზღვრები...- რამ გამოიწვია ინფიცირების შემთხვევათა მატება

"გაიხსნა საზღვრები, რამაც, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად მომატებული რისკია,"- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიზემ განაცხადა.

"დღეს გვაქვს 25 ახალი შემთხვევა და მაისის შემდეგ ჩვენ ამდენი შემთხვევა არ გვქონია, მაინც გეტყვით რომ სიტუაცია კონტროლირებადია. პროგნოზირებადი იყო თუ არა ზოგადად შემთხვევების მატება აგვისტოში, გეტყვით, რომ დიახ პროგნოზირებადი იყო. მოგეხსენებათ რომ ჩვენ გავხსენით თანდათან ეკონომიკა, მთელ რიგ ქვეყნებთან გაიხსნა საზღვრები, რამაც, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად მომატებული რისკია. რატომ მოხდა ეს სვანეთში, ამას ჩვენ ახლა ვიკვლევთ. ერთ-ერთი მიზეზი ამ გავრცელებისა არის, რომ ქვეყანაში შეიქმნა ილუზია, რომ თითქოს ჩვენ უკვე დავამარცხეთ ვირუსი და სრულად ვუბრუნდებით იგივე ცხოვრებას,"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევების გამო, მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში შესვლა და გამოსვლა იზღუდება.

ფუნქციონირების უფლება მხოლოდ აფთიაქებს, საბანკო დაწესებულებს, სასურსათო მაღაზიებსა და ღია ტიპის საკვებ დაწესებულებებს ექნება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system