თავში

გიორგი გახარიამ 9 აპრილის მემორიალი ტიტებით შეამკო

გიორგი გახარიამ 9 აპრილის მემორიალი ტიტებით შეამკო
გიორგი გახარიამ 9 აპრილის მემორიალი ტიტებით შეამკო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია რუსთაველის გამზირზე მდებარე 9 აპრილის მემორიალთან მივიდა და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო.

მთავრობის მეთაურმა მემორიალი ტიტებით შეამკო. 

გიორგი გახარიამ დღეს 9 აპრილი 112-ის ცენტრში ვიზიტისას გაიხსენა და განაცხადა, რომ ამ დღეს, საბჭოთა ჯარმა ჩაიდინა დანაშაული, რომელიც უდიდესი ტრაგედიაა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში

„მესმის, რომ დღეს ჩვენთვის ყველაზე დიდი ბრძოლის ხაზი გადის კოვიდ-19-თან ბრძოლაზე, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენი ისტორიაც.

31 წლის წინ, 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა ჯარმა ჩაიდინა დანაშაული. ეს დანაშაული იყო უდიდესი ტრაგედია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, თუმცა უდიდესი იმედიც.

ეს იმედი უკვე განხორციელდა ახალ 9 აპრილს, უკვე 1991 წელს, როდესაც ქვეყანამ გამოაცხადა დამოუკიდებლობა და ჩვენ დავიწყეთ სახელმწიფოებრიობის მშენებლობა უახლოეს ისტორიაში. რა თქმა უნდა, ჩვენი გმირების ხსოვნას ყოველთვის უნდა მივაგოთ პატივი, გვახსოვდეს, რომ ეს მსხვერპლი იმისთვის გავიღეთ, რომ შევქმნათ წარმატებული, ეფექტური სახელმწიფო და ეს ბოლო წლები სახელმწიფოს შექმნის პროცესში უნდა იყოს კიდევ უფრო ეფექტური და წარმატებული.

მინდა, როგორც ქედი მოვიხარო თითოეული მათგანის წინაშე, ასევე თითოეულ ჩვენს მოქალაქეს ახალ ბრძოლაში მოვუწოდო, გვახსოვდეს წარსული და ის ერთიანობის განცდა, რამაც 1989 წლის 9 აპრილიდან მიგვიყვანა 1991 წლის 9 აპრილამდე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system