თავში

გლდანში დაჭრილი მოზარდის მდგომარეობა მესამე ოპერაციის შემდეგ

გლდანში დაჭრილი მოზარდის მდგომარეობა მესამე ოპერაციის შემდეგ
გლდანში დაჭრილი მოზარდის მდგომარეობა მესამე ოპერაციის შემდეგ

გლდანში გამვლელის მიერ დაჭრილ 15 წლის მოზარდს მოზარდს შესაძლოა მეოთხე ოპერაცია დაჭირდეს. პაციენტის მდგომარეობა უმნიშვნელოდ გაუმჯობესდა, თუმცა კვლავ სტაბულურად მძიმეა - ამის შესახებ report.ge-ის კლინიკა "მედისონის" ექიმმა რეანიმატოლოგმა აცნობა. 

"პაციენტის მდგომარეობა ჯერ-ჯერობით მძიმეა, იცით, რომ მას რამდენიმე ქირურგიული ჩარევა ჩაუტარდა. ის კვლავ მართვით სუნთქვაზე რჩება, მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. პაციენტს ჰქონდა მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობა, დაზიანებული იყო კუჭი და პანკრიასი, ჩატარდა მესამე ყველაზე ფართომასშტაბიანი ოპერაცია და იყო პანკრიანო-გასტრო-სტომიური მდგომარეობა. ამ დროისთვის შეესაბამება ქირურგიული ჩარევის შემდგომ პერიოდს. შესაძლებელია ასეთ პაციენტებთან არა მხოლოდ ერთი, არამედ რამდენიმე ჩარევა გახდეს საჭირო და მსგავსი დიაგნოზი საკმაოდ ხშირად საჭიროებს კიდევ რამდენიმე ქირურგიულ ჩარევას" - განმარტა რეანიმატოლოგმა ქეთევან კუპატაძემ. 

მოზარდის მამის ინფორმაციით, მესამე ოპერაციის შემდეგ პაციენტი კონტაქტურია. 

"ექიმებისგან ვიცი ჩემი შვილის მდგომარეობა, ახლა შედარებით უკეთ არის, კონტაქტურია, დღეში ერთხელ გვაძლევენ ნახვის უფლებას და მორიგეობით შევდივართ ხოლმე მე და დედამისი - მურმან ფალელაშვილი. 

დაჭრილი მოზარდის მამა report.ge-ისთან ასევე ყვება, რომ მისი შვილი დამნაშავეს არ იცნობდა. მისივ ინფორმაციით, შემთხვევის დროს მოზარდი მარტო იყო. 

"ყველაფერი გადმოცემით ვიცი. არც მე და არც ჩემი შვილი არ ვიცნობდით იმ ადამიანს, მარტო იყო, თან არვახლდით. დაკავებული ბრალს არ აღიარებს, ვიცი რომ ჩვეულებრივი მოვლენაა, როცა დამნაშავე ბრალის აღიარებაზე უარს ამბობს" - განმარტავს მოზარდის მამა. 

15 ოქტომბერს მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არასრულწლოვანი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, 15 წლის მოზარდი გამვლელმა, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მამაკაცმა, დაჭრა. აღნიშნული მამაკაცი სამართალდამცავებმა ადგილზევე დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/109 მუხლით დაიწყო, რაც არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. 

დაჭრილი მოზარდი პირველივე დღიდან მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მას მესამე ოპერაცია გუშინ ჩაუტარდა.


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system