თავში

გურამიშვილზე აფეთქებული კორპუსიდან მოსახლეობა ევაკუირებულია

გურამიშვილზე აფეთქებული კორპუსიდან მოსახლეობა ევაკუირებულია
გურამიშვილზე აფეთქებული კორპუსიდან მოსახლეობა ევაკუირებულია

გურამიშვილის გამზირზე მომხდარი აფეთქების გამო კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ ნაძალადევის რაიონის გამგებელმა შემთხვევის ადგილზე ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანია დაშავებული, ისინი კლინიკაში გადაიყვანეს. 

"ჩვენ შევქმენით საორგანიზაციო ჯგუფი, მოსახლეობასთან მოვახდენთ კომუნიკაციას. პირველ ეტაპზე გავიყვანთ სასტუმროებში და შემდეგ, თუ საჭირო გახდა, დავიწყებთ ქირით გაყვანის პროცედურებს", — თქვა მან.

გურამიშვილის გამზირზე აფეთქება დღეს, დაახლოებით 8:10 საათზე მოხდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system