თავში

ჰააგის მთავარ სამრეკლოში გია ყანჩელის მელოდიები აჟღერდა - VIDEO

ჰააგის მთავარ სამრეკლოში გია ყანჩელის მელოდიები აჟღერდა
ჰააგის მთავარ სამრეკლოში გია ყანჩელის მელოდიები აჟღერდა - VIDEO

St. Jacobs-ის  სახელობის ჰააგის მთავარ სამრეკლოში გია ყანჩელის პატივსაცემად მისი უკვდავი მელოდიები აჟღერდა. 

 ყანჩელის პატივსაცემად  უძველესი ეკლესიის სამრეკლოს ყველაზე მაღალი წერტილიდან აჟღერდა მისივე უკვდავი ნაწარმოებები „ყვითელი ფოთლები“ და მელოდია ფილმ „შერეკილებიდან“. ჰააგის სამრეკლოს ზარებმა ასევე დაუკრა ყველა დროის ყველაზე პოპულარულ ქართულ მუსიკალური ნაწარმოებები - „სულიკო“ და რევაზ ლაღიძის „თბილისო“. 

ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოს ინფორმაცის თანახმად, ქართული ნაწარმოებების ჰააგის მთავარი სამრეკლოდან ცოცხლად შესრულების იდეა ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს ახალგაზრდა ელჩს, ერეკლე კოპლატაძეს ეკუთვნის.

„ერეკლეს ინიციატივითა და ძალისხმევით, მაისში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ქ. გრონინგენის შუა საუკუნეების სამრეკლოს ზარებზე ცოცხლად არაერთხელ შესრულდა სხვადასხვა ქართული ნაწარმოები, მათ შორის „თბილისო“, „ჩიტო-გვრიტო“, „სულიკო“, ირაკლი ჩარკვიანის „ვიცი, რომ“ და ფრაგმენტი ოპერიდან „დაისი“, – აცხადებენ საელჩოში. 

გია ყანჩელი 2 ოქტომბერს გარდაიცვალა. ის 84 წლის იყო.

კომპოზიტორს 5 ოქტომბერს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ. პანაშვიდები 3 და 4 ოქტომბერს თბილისში, ტოლსტონოგოვის #6 გაიმართება. დაკრძალვის დღეს გამოსვენება რუსთაველის თეატრიდან დღის ორ საათზე იქნება.

ლეგენდარულ კომპოზიტორს არაერთი აღიარებული მუსიკა ეკუთვნის, რომელიც მან კინოსთვის და თეატრისთვის შექმნა. მას, ასევე, დაწერილი აქვს ორკესტრული, კამერული, საგუნდო და საოპერო ნამუშევრები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system