თავში

იმუნიზაციის მრჩეველთა ჯგუფი მუდმივი მწვანე სტატუსის შეცვლას მოითხოვს

იმუნიზაციის მრჩეველთა ჯგუფი მუდმივი მწვანე სტატუსის შეცვლას მოითხოვს
იმუნიზაციის მრჩეველთა ჯგუფი მუდმივი მწვანე სტატუსის შეცვლას მოითხოვს

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნულ ჯგუფს ექნება რეკომენდაცია, რომ გადაიხედოს კორონავირუსის გადატანის შემდეგ უვადო „მწვანე პასპორტის“ იდეა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, მართებულია, რომ ეს ვადა 6 თვემდე შემცირდეს.

„იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნულ ჯგუფს ექნება რეკომენდაცია, რომ გადაიხედოს კორონავირუსის გადატანის შემდეგ უვადო „მწვანე პასპორტის“ იდეა და ის შემცირდეს 6 თვემდე. ჩვენ ვთვლით, რომ 6-თვიანი პერიოდი ამ საკითხში არის ის, რაც ახლა სჭირდება საქართველოს“, - განაცხადა ჩხაიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეიდან ქვეყანაში "მწვანე პასპორტები" ამოქმედდა.

ნახეთ პასუხები ხშირად დასმულ კითხვებზე.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კოვიდგადატანილებს მწვანე სტატუსი 6 თვის ნაცვლად, უვადოდ მიენიჭებათ. კოვიდგადატანილებისთვის 6 თვის ჩამკეტი ვადა აღარ მოქმედებს და თუ ადამიანს გადატანილი აქვს კოვიდ-ინფექცია, ეს მას მუდმივ სტატუსს ანიჭებს.

ნახეთ, ვის მიენიჭება "მწვანე სტატუსი" და სად მოგიწევთ "მწვანე პასპორტის" წარდგენა.

ჯანდაცვის სამინისტრომ ე.წ. მწვანე პასპორტის აპლიკაცია ჩაუშვა, მისი მოძებნა შეგიძლიათ როგორც iOS App Store, ასევე Google Play store-ში. აპლიკაციაში დატანილია ინფორმაცია იმუნიზაციასთან და ტესტებთან დაკავშირებით.

მოქალაქეებს 17 ნოემბრამდე აღებული მწვანე საშვების განახლება მოუწევთ.

საქართველო მიუერთდა ციფრული კოვიდ-პასპორტების ერთიან სივრცეს, რომელშიც ამ მომენტისთვის გაწევრიანებულია 49 ქვეყანა. შესაბამისად, საქართველოს მიერ გაცემული კოვიდ-სერტიფიკატები ვაქცინაციის, ინფექციის გადატანის და PCR ტესტირების შესახებ, ამ ერთიან სივრცეში ჩაერთვება.

ამასთან, მოქალაქეებს, რომელთაც იუსტიციის სახლებში კოვიდბარაათები 16 ნოემბრამდე აქვთ აღებული, მათი განახლება მოუწევთ.

ცნობისთვის, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ე.წ მწვანე პასპორტების სისტემის ამოქმედების გადაწყვეტილება 8 ნოემბერს მიიღო.

ამასთან, ყველა პენსიონერი, რომელიც 1-ელ იანვრამდე აიცრება, 200-ლარიან დანამატს მიიღებს.

ნახეთ ობიექტების ჩამონათვალი, სადაც "მწვანე ბარათის" გარეშე ვეღარ შეხვალთ.

ვრცლად საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებებს გაეცანით ბმულზე.

რას ნიშნავს მწვანე სტატუსი და სად მოგთხოვენ მწვანე პასპორტს - ნახეთ NCDC-ის ვიდეორგოლი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system