თავში

კახა კალაძე: ტრენდია მსოფლიოში, რომ მსგავსება იყოს ნატურალურ ნაძვის ხეებთან

კახა კალაძე: ტრენდია მსოფლიოში, რომ მსგავსება იყოს ნატურალურ ნაძვის ხეებთან
კახა კალაძე: ტრენდია მსოფლიოში, რომ მსგავსება იყოს ნატურალურ ნაძვის ხეებთან

13 იანვრის ჩათვლით რესპუბლიკის მოედანზე სხვადასხვა საახალწლო ღონისძიებები გაიმართება. ამის შესახებ განცხადება თბილისის მერმა ცოტა ხნის წინ გააკეთა. კახა კალაძე ნაძვის ხის ანთების ცერემონიას დაესწრო. 

"ნაძვის ხე ძალიან ლამაზია. მინდა მადლობა გადავუხადო, ვინც ჩართული იყო ამ ღონისძიების მომზადებაში. მადლობა ყველა აქ მოსულ ადამიანს. მადლობა მათაც, ვისაც გულით უნდოდა აქ მოსვლა და ვერ მოახერხა. დღეიდან, 25 დეკემბრიდან 13 იანვრის ჩათვლით, ყოველდღე იქნება შესაძლებელი მობრძანდეთ საახალწლო სოფელში, სადაც დღის 12:00 საათიდან ღამის 00:00 საათამდე, გელოდებათ სხვადასხვა კონცერტები, წარმოდგენები, მულტფილმის გმირები. პირველი რესპუბლიკის მოედანი და ორბელიანის მოედანი, ორი ლოკაცია იქნება ქალაქში, სადაც საახალწლო დღეებში, 25 დეკემბრიდან 13 იანვრამდე, იქნება სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები, სადაც თქვენი შვილებით და შვილიშვილებით მოხვალთ. ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ მსგავსება ყოფილიყო ნატურალურ ნაძვის ხესთან. წლების განმავლობაში ნაძვის ხე სამკუთხედი ხუფის სახით გვქონდა. ზოგადად, ტრენდია მსოფლიოში, მაქსიმალურად ცდილობენ, რომ მსგავსება იყოს ნატურალურ ნაძვის ხეებთან. მომავალი წლისთვის, ვეცდებით, ნატურალური ნაძვის ხე ჩამოვიტანოთ ნორვეგიიდან", - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system