თავში

ქართველმა მზარეულმა იტალიაში პიცის კონკურსში პირველი ადგილი მოიპოვა - PHOTO

ქართველმა მზარეულმა იტალიაში პიცის კონკურსში პირველი ადგილი მოიპოვა - PHOTO
ქართველმა მზარეულმა იტალიაში პიცის კონკურსში პირველი ადგილი მოიპოვა  - PHOTO

იტალიის საელჩო საქართველოში, ქართველ მზარეულს ვალერი სახიაშვილს, იტალიაში, პიცის ეროვნული ჩემპიონატის კონკურსში გამარჯვებას ულოცავს.

ქართველი მზარეულის მომზადებულმა პიცამ პირველი ადგილი მოიპოვა.

"იტალიის საელჩო მთელი გულით ულოცავს ქართველ მზარეულს, მაესტრო ვალერი სახიაშვილს პიცის ეროვნული ჩემპიონატის კონკურში "Pizza Capitale Trophy" მიღებულ ჯილდოს. კონკურსი გაიმართა რომში, პიცის ოსტატის მაესტრო მასიმო დელ მესტრეს ორგანიზებით.

კონკურსზე ვალერის მიერ შემოთავაზებული გურმანული პიცა, რომელიც მომზადდა არტიშოკის კრემის, სტრაჩიატელას, ბეკონის ქერქში გახვეული კრევეტებისა და დათვა სოკოს ფხვნილისაგან, კონკურსის ტრიუმფატორი გახდა და პირველი ადგილი მოიპოვა.

კონკურსში მონაწილეობას იღებდა პიცის მრავალი გამოცდილი ოსტატი, იტალიის სხვადასხვა რეგიონიდან. ცამეტი ექსპერტისაგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ კონკურსანტები ხუთ კატეგორიში შეაფასა: პიცა ნაპოლეტანა, კლასიკური პიცა, გურმანული პიცა, მხატვრული პიცა და პიცა როგორც ჩაროზი.

თითოეულ პიცის ოსტატს შეეძლო აერჩია მხოლოდ ერთი კატეგორია. ვალერი სახიაშვილმა, რომელიც იტალიაში დიდი გამოცდილების მქონე პიცის ოსტატია და ამჟამად მოღვაწეობს ავეცანოში (აბრუცოს რეგიონი), მოიპოვა პირველი ადგილი თავისი შესანიშნავი ქმნილებით", - აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system