თავში

"ხანდახან ჩვენ ვტირით, ვწუწუნებთ..." - ბაჩალიაშვილის ახალი წერილი

"ხანდახან ჩვენ ვტირით, ვწუწუნებთ..." - ბაჩალიაშვილის ახალი წერილი
ხანდახან ჩვენ ვტირით, ვწუწუნებთ... - ბაჩალიაშვილის ახალი წერილი

"ცხოვრების ეს ეტაპი, ყველაზე უნაკლო, უზრუნველი, უამრავი ბედნიერებით და სიხარულით უნდა ჰქონდეთ სავსე,"- გადაცემა "მთავარ აქცენტებში" თამარ ბაჩალიაშვილის ერთ-ერთი წერილი გაასაჯაროვეს.

"ხანდახან ჩვენ ვტირით, ვწუწუნებთ, რომ არ გვაქვს ახალი, ლამაზი სამოსი, ამთ კი არ აქვთ უბრალოდ სამოსი. არ გვყავს მდიდარი მშობლები, ისინი კი მზად არიან გაიღონ ყველაფერი, რომ მშობლები ჰყავდეთ. მათი ყოველი დღე მზის ამოსვლით იწყება, ტავის გადარცენის ფიქრით და სრულდება იმის იმედით, რომ კიდევ ერთ დღეს მაინც სეძლებენ თავის გატანას, აი ეს არის წუთისოფელი,"- წერს ბაჩალიაშვილი.

ცნობისთვის 23 წლის პროგრამისტი, გარდაცვილი თამარ ბაჩალიაშვილი კომპანია "ზეგის" თანამშრომელი იყო. ბაჩანა ლობჟანიძეს "ზეგის" საქმიანობასთან დაკავშირებით ეჭვები აქვს. ის არ გამორიცხავს, რომ ოფიციალური საქმიანობის მიღმა აღნიშნული კომპანია არალეგალური საქმიანობითაც იყოს დაკავებული.
თამარ ბაჩალიაშვილის სამსახურის, კომპანია "ზეგის" თანამშრომლების სახლებში
დღეს ჩხრეკა ჩატარდა.

შეგახსენებთ, ფონიჭალიდან გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, 4 დღის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system