თავში

"ზეგის" დირექტორისა და თანამშრომლების სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს

"ზეგის" დირექტორისა და თანამშრომლების სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს
ზეგის დირექტორისა და თანამშრომლების სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს

კომპანია "ზეგის" თანამშრომლების სახლებში ჩხრეკა მიმდინარეობს. უკვე დასრულდა კომპანიის დირექტორის, თამარ კობერიძის სახლის ჩხრეკა. სამართალდამცველების განმარტებით, საცხოვრებელი სახლიდან ძირითადად ამოღებულია კომპიუტერული ტექნიკა. 

როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებმა მათ წარუდგინეს სასამართლოს განჩინება, რომლის მიხედვითაც მათ აქვთ უფლება, ჩაატარონ ჩხრეკა კომპანია "ზეგის" 5 თანამშრომელთან. დირექტორთან, ტექნიკურ მენეჯერთან და კიდევ 3 თანამშრომელთან. განჩინენა 1 აგვისტოთი თარიღდება. 

ადვოკატების ინფორმაციით, ბინაში მყოფ ოჯახის წევრებს საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლებმა განუმარტეს, რომ მათთვის უნდა მიეწოდებინათ მხოლოდ საქმისთვის საინტერესო ინფორმაცია. 

ადვოკატ მამუკა ჭაბაშვილის განცხადებით, თუ განჩინება 1 აგვისტოს გაიცა, მაშინ მისთვის გაუგებარია, თუ რატომ დასჭირდათ გამომძიებლებს ჩხრეკისთვის თითქმის 1 კვირა.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის პროგრამისტი, გარდაცვილი თამარ ბაჩალიაშვილი კომპანია "ზეგის" თანამშრომელი იყო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system