თავში

ხარაგაულში დაშავებულთა რაოდენობა გაიზარდა

ხარაგაულში დაშავებულთა რაოდენობა გაიზარდა
ხარაგაულში დაშავებულთა რაოდენობა გაიზარდა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, დროებითი სამშენებლო საამქროს მსუბუქი კონსტრუქციის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 10-მდე  ვგაიზარდა. 

ნანგრევებიდან ამოყვანილები კლინიკაში გადაიყვანეს.

ზესტაფონის „ფერომედის" ხელმძღვანელის განცხადებით, მათთან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა ათი ადამიანი შეიყვანა.

სამმა პირმა კლინიკა პირველადი სამედიცინო დახმარების მიღების შემდეგ დატოვა. ექვსი ადამიანი კი კლინიკაში საშუალო სიმძიმის დაზიანებით რჩება, ერთი დაშავებული, ქუთაისში გადაიყვანეს.

ცნობისთვის, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვერტყვიჭალაში სამშენებლო კონსტრუქციის ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქეა და ადგილობრივია მკვიდრია.

ჩამოშლილი კონსტრუქციიდან თავდაპირველად გამოიყვანეს 6 ადამიანი, ისინი სხვადასხვა დაზიანებებით კლინიკებში მოათავსეს. დაშავებულები ჩინეთის მოქალაქეები არიან. საამქრო, რომლის კონსტრუქციაც ჩამოიშალა, სწორედ ჩინურ კომპანიას ეკუთვნის.

რკინის საამქროს მიერ ნაწარმოები კონსტრუქცია ვერტყვიჭალაში დილით ჩამოინგრა, მიზეზი სავარაუდოდ დიდთოვლობაა.

მომხდარზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system