თავში

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის "აჭარის ტელევიზიაში" მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის "აჭარის ტელევიზიაში" მიმდინარე მოვლე
კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში განვითარებული მოვლენები საგანგაშოა. ამის შესახებ "კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის" აცხადებს. მათ წერილით საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართეს. 

"2019 წლის აპრილიდან დღემდე ყოველდღიურად მტკიცდება ეჭვები არხის დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის მოშლის მცდელობის შესახებ. არსებობს რეალური საფრთხე ახალმა არჩეულმა მრჩეველთა საბჭომ და მათ მიერ დანიშნულმა მენეჯმენტმა შეცვალოს საშტატო ნუსხა და სარედაქციო პოლიტიკას ჩამოაშოროს თანამშრომელთა ნაწილი", - ნათქვამია განცხადებაში. 

აქვე აღნიშნულია, რომ არსებული მდგომარეობა საგანგაშოა და მოიცავს როგორც მედიის თავისუფლების, ასევე ადამიანის უფლებების დარღვევის რისკებს. 

"ჩვენ, კოალიციის წევრი ორგანიზაციები, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში კვლავაც ჩავერთვებით და დავიცავთ საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეას, მეორეს მხრივ კი ჩვენ პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებს ვთხოვთ გამოხატვის თავისუფლების გარანტიების შენარჩუნებაში დახმარებას", — აღნიშნულია განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system