თავში

ქუთაისის 39-ე საარჩევნო უბანზე ბიულეტენების გაცემა დაავიწყდათ

ქუთაისის 39-ე საარჩევნო უბანზე ბიულეტენების გაცემა დაავიწყდათ
ქუთაისის 39-ე საარჩევნო უბანზე ბიულეტენების გაცემა დაავიწყდათ

დამკვირვებლებმა დარღვევა დააფიქსირეს ქუთაისის N39 უბანზე. კომისიის წევრები აცხადებენ, რომ 15 ამომრჩევლისთვის მერის რიგგარეშე არჩევნებისთვის განკუთვნილი ბიულეტენების გაცემა დაავიწყრდათ. ამის შესახებ დაიწერა საჩივარიც. 

ფაქტს ადასტურებს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. 

საქართველოში მეათე მოწვევის პარლამენტის არჩევნები მიმდინარეობს. ზუსტად 08:00 საათზე ქვეყნის ყველა საარჩევნო უბანი გაიხსნა.

მთელი ქვეყნის მასშტაბით, მოქალაქეებს ხმის მიცემა 3 657 საარჩევნო უბანზე შეუძლიათ. საზღვრებს გარეთ შექმნილია 52 საარჩევნო უბანი, მათ შორის ორი ავღანეთში. გამონაკლისის სახით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში გახსნილია 11 სპეცუბანი, ხოლო კოვიდპანდემიის გათვალისწინებით, საკარანტინო სივრცეებში, თვითიზოლაციასა და სტაციონარში მყოფი პირებისთვის, რომლებიც ე.წ. სპეცსიებში არიან, 127 კოვიდუბანია გახსნილი.

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებული 50 პოლიტიკური სუბიექტი მონაწილეობს. 30 მაჟორიტარულ ოლქში 50 პოლიტიკური სუბიექტისა და მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის მიერ, ჯამში 500 მაჟორიტარობის კანდიდატია რეგისტრირებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system