თავში

პეტრე ცაავა მეუფე გრიგოლის ჩასვლას ეპარქიაში ელოდება

პეტრე ცაავა მეუფე გრიგოლის ჩასვლას ეპარქიაში ელოდება
პეტრე ცაავა მეუფე გრიგოლის ჩასვლას ეპარქიაში ელოდება

პეტრე ცაავა, რომელსაც სინოდის სხდომაზე პატრიარქმა მღვდელმსახურება შეუჩერა, ჭყონდიდის ეპარქიაშია და მისი შემცვლელის, მეუფე გრიგოლის ჩასვლას ელოდება და ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებებს.

,,ჩამოვიდეს მეუფე გრიგოლი, სტუმარი ღვითისაა და მით უმეტეს, შეჩერებული მაქვს ღვთისმსახურება, მას აქვს უფლება და დანარჩენს ვნახავთ. ვეცდები, ეს ყველაფერი იყოს ქრისტიანულად. გადავწყვეტ, რას ვიზამ და გაიგებთ თქვენც", – ამის შესახებ ჭყონდიდისა და მარტვილის ყოფილმა მიტროპოლიტმა, პეტრე ცაავამ მარტვილის საკათედრო ტაძარში მისვლისას განაცხადა.

ყოფილი მიტროპოლიტი წმინდა სინოდის გადაწყვეტილებას უსამართლოდ მიიჩნევს და განმარტავს, რომ ტელეეთერში მას პატრიარქისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია.

„ერთი ვიცი, რომ წმინდა სინოდის გადაწყვეტილება არის უსამართლო. მე პატრიარქისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია. რასაც ვამბობდი სატელევიზიო ეთერებში მისი მისამართით, არ იყო შეურაცხყოფა, არამედ ეს იყო ჩემი გულისტკივილი“,- აღნიშნა ყოფილმა მიტროპოლიტმა.

საქართველოს საპატრიარქოში 31 ოქტომბერს წმინდა სინოდის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, პეტრე ცაავა მღვდელთმთავრობიდან გაათავისუფლეს.

ამავე თემაზე:

მეუფე პეტრე პატრიარქმა მღვდელმთავრობიდან გაათავისუფლა

ჭყონდიდის ეპარქიაში მეუფე პეტრე ცაავას შემცვლელის ვინაობა ცნობილია

მეუფე პეტრე ცაავა პატრიარქმა მონასტერში გაამწესა

პატრიარქის განცხადება სინოდის სხდომაზე

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system