თავში

მას რომ ჩვენი შეთავაზება მიეღო, შაქარაშვილი ახლა ცოცხალი იქნებოდა - ჩიქოვანი

მას რომ ჩვენი შეთავაზება მიეღო, შაქარაშვილი ახლა ცოცხალი იქნებოდა - ჩიქოვანი
მას რომ ჩვენი შეთავაზება მიეღო, შაქარაშვილი ახლა ცოცხალი იქნებოდა - ჩიქოვანი

გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლმა ვახო ჩი­ქო­ვა­ნმა სა­სა­მარ­თლოს ჩვე­ნე­ბა მისცა, სადაც ის ამბობს, რომ გუ­რამ ამირ­ხა­ნაშ­ვილ­მა შა­ქა­რაშ­ვი­ლის მო­ძებ­ნა­ზე უარი გა­ნა­ცხა­და და მო­ი­თხო­ვა, "ტო­ი­ო­ტას" მგზავ­რებს თბი­ლის­ში წა­ეყ­ვა­ნათ.

ბრალ­დე­ბუ­ლი ირ­წმუ­ნე­ბა, რომ ძებ­ნის დრო­უ­ლად და­წყე­ბის შემ­თხვე­ვა­ში შა­ქა­რაშ­ვი­ლი დღეს ცო­ცხა­ლი იქ­ნე­ბო­და.

"მას რომ ჩვე­ნი შე­თა­ვა­ზე­ბა მი­ე­ღო და მე­გო­ბა­რი მო­ე­ძებ­ნა, დღეს 99% ის ბავ­შვი ცო­ცხა­ლი იქ­ნე­ბო­და. ემო­ცი­უ­რი იყო ძა­ლი­ან ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლი, და­ი­წყო ეგ­რე­ვე, მე დამ­ნა­შა­ვე არ ვარ, არა­ნა­ირ კონ­ფლიქ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მი­მი­ღი­აო. ვუ­თხა­რით, ვის­თან ერ­თად იყა­ვი­თო, მე­გო­ბარ­თან ერ­თა­დო. ვა­სილ მა­ხა­რა­ძემ უთხრა, და­ე­რე­კა მე­გო­ბარ­თან, მან თქვა, რომ მე­გო­ბარს ტე­ლე­ფო­ნი არ ჰქონ­და. შევ­თა­ვა­ზეთ, რომ მო­ე­ძებ­ნა მე­გო­ბა­რი და ჩვენ წა­ვიყ­ვან­დით, ამა­ზეც უარი გა­ნა­ცხა­და. წამო, წამო წა­ვი­დე­თო. თა­ვი­სი ნე­ბით ჩაგ­ვიჯ­და მან­ქა­ნა­ში" - ამ­ბობს ჩი­ქო­ვა­ნი ჩვე­ნე­ბა­ში. ის სა­სა­მარ­თლო­ში 4 სა­ა­თი იკი­თხე­ბო­და.

ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულების მხარემ, გუშინ, სასამართლო სხდომაზე ვიდეო-ექსპერტიზის დასკვნა წარმოადგინა.

შეგახსენებთ, 19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 26 ივნისს 17 ადამიანი დააკავა.

28 ივნისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა.

10 ივლისს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.ამასთან, ექსპერტიზის დასკვნით გაირკვა, რომ მას გარდაცვალებამდე მკვრივი-ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები აქვს.

გენპროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე 11 ბრალდებულის საქმე ცალკე წარმოებად გამოყო. გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ხუთ დაკავებულს ბრალი დაუმძიმდა.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნა ხუთი პირის მიმართ დაიწყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system