თავში

მაშველებმა რაჭაში მედიკამენტები საფეხმავლო გზით მიიტანეს

მაშველებმა რაჭაში მედიკამენტები საფეხმავლო გზით მიიტანეს
მაშველებმა რაჭაში მედიკამენტები საფეხმავლო გზით მიიტანეს

მაშველებმა სოფელ ჭიორაში მედიკამენტები საფეხმავლო გზით მიიტანეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, მამაკაცი, რომელსაც წამლები სჭირდებოდა, თავს კარგად გრძნობს.

,,რაჭაში სტიქიის სალიკვიდაციო შტაბისთვის, დღის მეორე ნახევარში ცნობილი გახდა, რომ სოფელი ჭიორში 75 წლის მამაკაცს ესაჭიროებოდა მედიკამენტები. პრეპარატები, რომელიც ადგილზე მას ექიმმა დაუნიშნა, უამინდობის გამო ვერტმფრენით მიწოდება ვერ მოხერხდა, ამიტომ სამაშველო ჯგუფებმა მას მედიკამენტები, ტყის მასივის გავლით, საფეხმავლო გზით მიუტანეს. ადგილზე იმყოფება ექიმი, მამაკაცი თავს კარგად გრძნობს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, უკვე მეხუთე დღეა რაჭაში სტიქიას ებრძვიანადიდებულმა რიონმა, რომელიც კალაპოტიდან გადმოვიდა, ონის მუნიციპალიტეტში 12 სოფელი გარესამყაროს მოწყვიტა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system