თავში

რა ვითარებაა რაჭაში - უახლესი ინფორმაცია სტიქიის ზონიდან

რა ვითარებაა რაჭაში - უახლესი ინფორმაცია სტიქიის ზონიდან
რა ვითარებაა რაჭაში - უახლესი ინფორმაცია სტიქიის ზონიდან

რაჭაში სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ბოლო ინფორმაციას სტიქიის ზონიდან რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატია გოჩა ენუქიძე ავრცელებს. 

მისი ინფორმაციით, ამ დროისათვის ელექტროენერგიის მიწოდება 10 სოფელს აღუდგა.

,,29 ივლისიდან დღემდე სტიქიის ზონიდან 447 მოქალაქე გადმოიყვანეს, 21 კი გადაიყვანეს. საჭიროებიდან გამომდინარე სოფლებში - გლოლაში, ხიდეშელებში, მაჟიეთში და ჭიორაში ექიმები შეიყვანეს.

სტიქიის დროს ელექტროენერგია 14 სოფელს შეუწყდა, ამ დროისთვის, ელექტროენერგია აღდგენილია და უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება 10 სოფელს - ნაკიეთს, ფარავნებს, გომს, ჯინჭვისს, ნიგავზებს, საკაოს, ლაგვანთას, მაჟიეთს, ბორცოს, ხიდეშლებს.

ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილ 4 სოფელში (გლოლაში, შოვში, ჭიორასა და ღებში) აღდგენითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

სტიქიის შედეგად საავტომობილო გზა 16 სოფელში იყო დაზიანებული. დღეის მონაცემებით 11 სოფელში გზა რეაბილიტირებულია, 5 სოფელში კი გზის აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება.

საგანგებოდ შექმნილი სტიქიის სალიკვიდაციო შტაბი მუდმივ კონტაქტშია დაზარალებულ მოსახლეობასთან და მათ შესაბამის დახმარებას უწევს.

მოსახლეობას მოძრავი მაღაზიების საშუალებით ყველა საჭირო პროდუქტი და პირველადი მოხმარების ნივთების შეუზღუდავად მიეწოდებათ", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ადიდებულმა რიონმა, რომელიც კალაპოტიდან გადმოვიდა, ონის მუნიციპალიტეტში 12 სოფელი გარესამყაროს მოწყვიტა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system