თავში

მერის მოადგილე: "ანას ბაღის" გადიდება და კეთილმოწყობა იგეგმება

მერის მოადგილე: "ანას ბაღის" გადიდება და კეთილმოწყობა იგეგმება
მერის მოადგილე: ანას ბაღის გადიდება და კეთილმოწყობა იგეგმება

თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი აცხადებს, რომ ვარკეთილში დაგეგმილი მშენებლობა „ანას ბაღს“ არ ეხება. მისივე თქმით, პროექტის თანახმად, მშენებლობა ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზეა გათვალისწინებული.  

მისივე თქმით, ინვესტორი თანახმაა, „ანას ბაღს“, რომელიც 300 კვადრატია, დამატებით 200 კვადრატი ტერიტორია გადასცეს, ხოლო თავის მხრივ, გამგეობა ბაღს 300 კვადრატულს დაუმატებს. გარდა ამისა, ილია ელოშვილის განმარტებით, ინვესტორი, ასევე, „ანას ბაღის“ თავიდან სრულად კეთილმოწყობას დათანხმდა.

„არც წინა პროექტით და არც ახალი პროექტით, მშენებელი საერთოდ არ ეხებოდა „ანას ბაღს“. საუბარი მიდის „ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ტერიტორიის გამოყენება პარკინგისთვის ხდებოდა და მოსახლეობის მიერ სხვადასხვა მიზნებით, ტერიტორიის გასხვისება 2017 წელს მოხდა.

ამაზე არის ახლა ძირითადი დავა. მას შემდეგ, რაც ჩვენ ინვესტორთან მოლაპარაკებები ვაწარმოეთ, ინვესტორი დათანხმდა, რომ „ანას ბაღს“, რომელიც არის 300 კვადრატი, ასევე გადმოსცეს ის 200 კვადრატი ტერიტორია და გამგეობა დაუმატებს 300 კვადრატულს. გარდა ამისა, ინვესტორი ასევე დათანხმდა, რომ თავიდან ბოლომდე კეთილმოაწყობს „ანას ბაღს“, მოუვლის. „ანას ბაღის“ დაზიანება კი არ ხდება, არამედ პირიქით გადიდება და გალამაზება. ამიტომ, სპეკულაცია, რომ ვინმე „ანას ბაღს“ ეხება, ეს არის სრული სიცრუე, ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ“ ,- განუცხადა ილია ელოშვილმა ჟურნალისტებს.

ვარკეთილში, „ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლები საპროტესტო აქციას 10 იანვრიდან მართავდნენ, ისინი სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ.

გასულ კვირას, აქციაზე დაპირისპირებისას 10 პირი დააკავეს. დაკავებულებს შორის იყვენენ, როგორც აქციის მონაწილეები ისე სამშენებლო კომპანია შპს „ევროპული სამშენებლო ჰოლდინგის“ თანამშრომლები.

4 მათგანი ხელწერილის საფუძველზე გათავსუფლდა. რაც შეეხება აქციის დროს დაკავებულ ექვს პირს, მათი სასამართლო პროცესი 15 იანვრამდე გადაიდო.

აქციის მონაწილეები სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ, რის გამოც მათ შორის დაპირისპირება მოხდა. დაკავებულების მიმართ საქმის წარმოება 173-ე და 166-ე მუხლებით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ადგილობრივები ,,ანას ბაღის" ტერიტორიაზე მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით აქციებს რამდენიმე თვეა მართავენ. სამშენებლო კომპანიაში კი აცხადებენ, რომ მათ მშენებლობისთვის საბუთები წესრიგში აქვთ და მოსახლეობის პროტესტი აბსურდულია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system