თავში

ნამოხვანში გაუჩინარებული კაცის მოსაძებნად დღეს საგუბრები დაიცლება

ნამოხვანში გაუჩინარებული კაცის მოსაძებნად დღეს საგუბრები დაიცლება
ნამოხვანში გაუჩინარებული კაცის მოსაძებნად დღეს საგუბრები დაიცლება

სოფელ ნამოხვანში გაუჩინარებული ახალგაზრდა კაცის მოსაძებნად დღეს გუმათჰესების კასკადისა და რიონჰესის სათავე ნაგებობის საგუბრების დაცლა იგეგმება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მდინარე რიონში სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

„ოპერაციის ფარგლებში, 7 მაისის 08:00 საათიდან 9 მაისის 18:00 საათამდე იგეგმება გუმათჰესების კასკადისა და რიონჰესის სათავე ნაგებობის საგუბარების წყლისგან დაცლა. ტერიტორიაზე იმუშავებენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდებს გამოიჩინონ მაქსიმალური სიფრთხილე და იყვნენ ყურადღებით.

აღნიშნული სამუშაობის შესახებ ინფორმაცია მოსახლეობას ადგილზეც მოეწოდება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ რიონში გაუჩინარებული 27 წლის ნიკა ანთიძის სამძებრო სამუშაოები 10 აპრილიდან მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ნიშნავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system