თავში

"ნანგრევებში ბავშვები არიან მოყოლილი, მათგან, ერთი ჩვილია" - ვლადიმერ მგალობლიშვილი

"ნანგრევებში ბავშვები არიან მოყოლილი, მათგან, ერთი ჩვილია" - ვლადიმერ მგალობლიშვილი
ნანგრევებში ბავშვები არიან მოყოლილი, მათგან, ერთი ჩვილია - ვლადიმერ მგალობლიშვილი

"ერთი მცირეწლოვანი ბავშვია ნანგრევებში, ჩვილიც შეიძლება იყოს. ერთის მშობელი გარეთ იმყოფება, - აცხადებს აჭარის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვლადიმერ მგალობლიშვილი

"რა რესურსიც კი აჭარასა და ჩვენს მეზობელ რეგიონებში არსებობს, ყველაფერს ვიყენებთ. მე მჯერა, რომ უახლოეს ხანებში, ბავშვთან, რომელიც კონტაქტურია, მაშველები შეაღწევენ. ბავშვი, რომელიც კონტაქტზე გამოდიოდა, სავარაუდოდ, მარტო არ იმყოფება ნანგრევებში,"- განაცხადა ვლადიმერ მგალობლიშვილმა. 

ცნობისთვის, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა.

ნანგრევებიდან მაშველებმა ორი ბავშვი გამოიყვანეს.

ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან მოქალაქეების ხმა ისმის, ისინი შველას ითხოვენ.

მსხვერლის შესახებ ამ დროისთვის ინფორმაცია არ ვრცელდება.

ნანგრევებში, სავარაუდოდ, 8 ადამიანს ეძებენ.

მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

ბათუმში გაემგზავრა შს მინისტრი ვახტანგ გომელაური.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system