თავში

ნეკა დოროყაშვილის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს

ნეკა დოროყაშვილის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს
ნეკა დოროყაშვილის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს

ნეკა დოროყაშვილის ადვოკატი, ანა აბაშიძე განცხადებას ავრცელებს. მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ ის ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის ინტერესებს იცავს, საზოგადოების ერთი ნაწილი მხრიდან ადვოკატი აგრესიის ადრესატი გახდა. უფლებადამცველი წერს, რომ ლანძღვა- გინებას ყურადღებას არ აქცევს.

"ძვირფასო მეგობრებო, არასდროს მიფიქრია, რომ ჩაგრული ხალხის დაცვა ადვილი იქნებოდა, არც კომფორტის მოლოდინით ამირჩევია ეს საქმე. გვჯერა რასაც ვემსახურებით და რაც ჩვენ ძალაუფლებაშია არაფერს დავზოგავთ. ვაიგნორებ ლანძღვა-გინებებს. ეგ რა მოსატანია იმასთან, რასაც თავად ჩაგრული ადამიანები განიცდიან. ვეხიდებით კიდეც ერთმანეთს ამ ლანძღვის გადანაწილებით და ვფიქრობ ესეც სოლიდარობის აქტია ამ ამორალურ კამპანიაში რაც ქალის მიმართაა ახლა. მოკლედ, არ იდარდოთ. იმედია რამე სერიოზული არაფერი მოხდება დამცველების მიმართ, რომელთა საქმიანობა ხელშეუხებელია. ჩვენ ვართ ისე მხნედ როგორც არასდროს. მადლობა ყველას ვისაც გჯერათ ჩვენი და ამ უთანასწორო ბრძოლაში არ კარგავთ იმედს. მადლობა ჩემ გუნდს, ნამდვილ მებრძოლ და ღირებულებების ერთგულ ხალხს!"-წერს სოციალურ ქსელში ანა აბაშიძე. 

შეგახსენებთ, საქართველოს პირველი და მსოფლიოს 27-ე ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი მისი არასრუწლოვანი შვილის თანდასწრებით, ყოფილ მეუღლეზე ძალადობისთვის დააკავეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ჩოგბურთელს აღკვეთის ღონისძიების სახედ 100 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.

ბასილაშვილმა გირაო გადაიხადა და ის, ამ ეტაპზე, თავისუფალია.

თავად ნიკოლოზ ბასილაშვილმა გუშინ საზოგადოებას მიმართა და ბოდიში მოუხადა. 

 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system