თავში

"ოაზისში" კორონავირუსი "ავერსის კლინიკის" ექიმს დაუდასტურდა

​"ოაზისში" კორონავირუსი "ავერსის კლინიკის" ექიმს დაუდასტურდა
ოაზისში კორონავირუსი ავერსის კლინიკის ექიმს დაუდასტურდა

ჩაქვში, სასტუმრო "დრიმლენდ ოაზისში", სადაც კონფერენციაზე მყოფ მედიკოსს კორონავირუსი დაუდასტურდა, მასთან კონტაქტში მყოფი პირების გამოკვლევა იწყება.

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სასტუმრო ინფიცირებული ექიმი "ავერსისის" კლინიკის ქსელის თანამშრომელია.

"400-მდე ექიმი ესწრებოდა კონფერენციას ჩაქვში, მათგან "ავერსის" ქსელის კლინიკის ერთ-ერთ ექიმს კორონავირუსი დაუფიქსირდა. თუმცა ეს არ უკავშირდება თავად "ავერსის" კლინიკაში ინფექციის გავრცელებას. წყარო უკვე დადგენილია, მაგრამ ჩვენ დღესვე დავიწყეთ მყისიერი გამოკვლევები იმისათვის, თუ რა მასშტაბის იყო გადადება.

ეპიდსიტუაციის გამოკვლევის შემდეგ, ჩვენ გავცემთ რეკომენდაციას, გადავლენ თუ არა იქ მყოფი ადამიანები კარანტინში, თუ მიეცემათ მათ თვითიზოლაციაში გადასვლის რეკომენდაცია,"- განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, ჩაქვში, სასტუმრო „დრიმლენდ ოაზისში“ სადაც ერთ-ერთ ვიზიტორს კორონავირუსი დაუდასტურდა, ზომები გამკაცრდა.

შენობასთან პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი იმყოფება, თავად სასტუმროში კი ეპიდემიოლოგებმა დაიწყეს მუშაობა. როგორც სასტუმროს მენეჯერმა report.ge-ს განუცხადა, ყველა დამსვენებელს PCR-ტესტირება ჩაუტარდება.

რაც შეეხება თავად ინფიცირებულს, ახალგაზრდა ქალი სამედიცინო კონფერენციაში მონაწილეობდა, რომელიც ჩაქვის სასტუმრო "დრიმლენდ ოაზისში" იმართება. მას მაღალი ტემპერატურა გუშინ დაუფიქსირდა, რის გამოც სასტუმროში ეპიდემიოლოგები გამოიძახეს. ხოლო სასტუმრო, სადაც 900-მდე დამსვენებელი იმყოფება - ჩაკეტეს. პირველი ტესტირებით მას ვირუსი არ დაუდასტურდა.

პაციენტი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მასთან უშუალო კონტაქტში მყოფი 5 პირი კი თვითიზოლაციაშია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system