თავში

ოჯახის ინფორმაციით, 20 ივნისის აქციაზე დაკავებული ზურაბ ბუდაღაშვილი სამარტოო საკანში გადაიყვანეს

ოჯახის ინფორმაციით, 20 ივნისის აქციაზე დაკავებული ზურაბ ბუდაღაშვილი სამარტოო საკანში გადაიყვანეს
ოჯახის ინფორმაციით, 20 ივნისის აქციაზე დაკავებული ზურაბ ბუდაღაშვილი სამარტოო საკანში გადაიყვანეს

ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის საქმეზე დაკავებული პირების, ზურაბ ბუდაღაშვილის, ბესიკ თამლიანის, ცოტნე სოსელიასა და კახაბერ კუპრეიშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

20 ივნისის აქციის დაშლისას დაკავებული ზურაბ ბუდაღაშვილის ადვოკატის ვახტანგ იაშვილის განცხადებით, მას შემდეგ, რაც მისი დაცვის ქვეშ მყოფმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მას პენიტენციურ დაწესებულებაში ნიკა მელიას, ირაკლი ოქრუაშვილის და გიგი უგულავას წინააღმდეგ ჩვენების მიცემას სთხოვდნენ, ის სამარტოო საკანში გადაიყვანეს.

ამასთან, ადვოკატი განმარტავს, რომ ბუდაღაშვილს პენიტენციურ დაწესებულებაში პირობები გაუარესეს. იაშვილის თქმით, აღნიშნულის მიზეზი ბრალდებულის მიერ გაკეთებული განცხადებაა. 

შვილის მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს ბუდაღაშვილის დედაც.

"მე გუშინ ვიყავი ზურასთან, უკეთესობისკენ არაფერი შეცვლილა, უარესობისკენ მიდის საქმე. ყველაფერს პროცესის დასრულების შემდეგ ვიტყვი. ჩემს შვილზე ისევ ზეწოლა ხორციელდება"- განაცხადა ზურა ბუდაღაშვილის დედამ, მაგული გობეჯიშვილმა.

შეგახსენებთ, დაკავებულ პირებს ბრალი ედებათ ჯგუფურ მოქმედებში მონაწილეობაში, რასაც თან ახლდა რბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგეობა და მათზე თავდასხმა. აღნიშნული ბრალი 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system