თავში

ზურაბ ბუდაღაშვილი: საკანში შემოვიდნენ და მითხრეს, თუ ოქრუაშვილს, მელიას და უგულავას ხელს არ დაადებ, პრობლემები შეგექმნებაო

ზურაბ ბუდაღაშვილი: საკან
ზურაბ ბუდაღაშვილი: საკანში შემოვიდნენ და მითხრეს, თუ ოქრუაშვილს, მელიას და უგულავას ხელს არ დაადებ, პრობლემები შეგექმნებაო

20 ივნისის საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ზურაბ ბუდაშაშვილი აცხადებს, რომ ციხეში მასზე ზეწოლა ხორციელდება. მისი თქმით, პროკურატურის წარმომადგენლები მას ოპოზიციონერი ლიდერების წინააღმდეგ ჩვენების მიცემას აიძულებდნენ. აღნიშნული განცხადება, ბრალდებულმა ბუღადაშვილმა სასამართლო პროცესზე გააკეთა. 

„4 ივლისს დაგვაკავეს, მერე გლდანის ციხეში გადამიყვანეს. 6 ივლისს, ღამის პირველის ნახევარზე კარი გაიღო, კარანტინში ოთხნი ვიყავით. დასალაგებლად შემოვიდნენ. საკანი დაალაგეს და მარტო მე შევედი, დანარჩენები გადაანაწილეს. ვიფიქრე, რადგან პოლიტიკური მუხლი იყო, იგივე მუხლით დაკავებულებს შემოიყვანდნენ. რამდენიმე წუთში სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი ორი პიროვნება შემოვიდა, არც დაუმალავთ, პირდაპირ მითხრეს, რომ მე თუ არ ვიტყოდი ოქრუაშვილზე, მელიაზე და უგულავაზე იმას, რაც მათ უნდოდათ, პრობლემებს შემიქმნიდნენ. შენს უკან ხალხი დგას, ძმებიც გყავს და იმათზე იფიქრეო, მითხრეს. ირონიულად გავიცინე, ასეთი რამე აქამდე კინოში მქონდა ნანახი, ასე პირდაპირ, არც მოერიდნენ ისე მითხრეს. როგორც ჩანს, გაღიზიანდნენ, შენი საქმის შენ იციო და გავიდნენ. როგორც აღმოჩნდება ხოლმე, იმ დერეფანში არც ერთი კამერა არ არის. არავის გავაგებინე, არც ადვოკატს. ამ საქმეზე პოლიტიკური ელფერის შეძენა ხდებოდა და აღარ დავასხი ცეცხლზე ნავთი, ვიფიქრე ცოტას გადახარშავდნენ და აზრზე მოვიდოდნენ. მეგონა, რომ ეს 30 წლის წინ გავიარეთ და უკან თუ დავბრუნდებოდით არ მეგონა, თან ძალიან ღრმად უკან. 

18 ივლისს, იგივე განმეორდა. წარსულშიც ნასამართლევი ვარ და რენდგენივით ვცნობ, ვინ ვინ არის. დადასტურებულად ვიცი, ვინ არიან ეს პიროვნებები, პროკურატურა შემოვიდეს და ვეტყვი ვინ იყვნენ. ყალბი სახელით და გვარებით არიან, სხვა საქმეებზეც მუშაობენ. პროკურატურასთან „ხოდი" გვაქვს და თქვი, სამივეზე თუ არა, ოქრუაშვილზე, ან უგულავაზე მაინცო. სახელი და გვარი ვიცი, მაღალჩინოსანია, პატიმარია და როგორც მითხრეს, მისი სახელი და გვარის გაცხადების უფლება არ მაქვს. პროკურორი თუ შემოვა, სახელს და გვარს დავუსახელებ და რომელ კამერაში ზის, იმასაც ვიტყვი. 6 წელი კი არა 26 რომ მომისაჯონ, ბოლომდე მივყვები. ციხეში ფსიქოლოგიური წამება მიდის. შემოვიდნენ არასამთავრობოები, პატიმრებს დარეკვას და პაემნებს უკრძალავენ.

ერთ კვირაში ჩემი ძმა აბსურდული ბრალდებით დააკავეს. ეს ჩემზე პირდაპირ სიგნალი იყო, მეორე ძმაზეც დაიწყო მუქარები, გერმანიიდან ჩამოგიყვანთო. თავიდან მითხრეს, პროკურატურიდან ვართო, მაგრამ ზუსტად ვიცი პროკურატურიდან არ იყვნენ. ამას სხვა ორგანო, მაგალითად, სუს-ი აკეთებს“, განაცხადა ბრალდებულმა, ზურაბ ბუდაღაშვილმა.

ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის აქციის დროს დაკავებულების პროცესი მიმდინარეობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system