თავში

საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის მოვლენების დროს დაკავებულების პროცესი მიმდინარეობს

საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის მოვლენების დროს დაკავებულების პროცესი მიმდინარეობს
საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის მოვლენების დროს დაკავებულების პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის მოვლენებზე დაკავებული პირების საქმეზე, მოსამართლე ბრალდების მხარის მოწმეებს მოუსმენს.

დაკავებულების ადვოკატების თქმით, ბრალდების მხარის მოწმეებს, არანაირი შეხება არ ჰქონიათ, მათი დაცვის ქვეშ მყოფებთან, ამიტომ ჩვენების მიცემას ფორმალური ხასიათი ექნება.

"ბრალდების მხარე დღეს წარმოადგენს მოწმეებს, რომლებსაც არანაირი შეხება არ ჰქონიათ ჩემს დაცვის ქვეშ მყოფთან. უბრალოდ მოხდება ფორმალური მოსმენა და საქმეს არანაირ დეტალს არ შეძენს"- განაცხადა ბესიკ თამლიანის ადვოკატმა, ვახტანგ იაშვილმა.

20 ივნისის მოვლენებზე დაკავებულ პირებს - ბესიკ თამლიანს, ზურაბ ბუღადაშვილს, ცოტნე სოსელუასა და კახაბერ კუპრეიშვილს გამოძიება ჯგუფურ ძალადობას ედავება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system